x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512525
«საკარის ფრინველი» — უძველესი საფრენი აპარატი, თუ ჩვეულებრივი ფიგურა

image


სამუზეუმო ჩანაწერების მიხედვით, ფრინველის ფიგურა 1898 წელს საფოს (საკარა, ეგვიპტე) ერთ–ერთ სამარხში აღმოაჩინეს. ის ყველაზე იდუმალი არტიფაქტია, ოდესმე აღმოჩენილ ნაკეთობებს შორის. ითვლება, რომ ფრინველის ხის ფიგურა, დაახლოებით, 2200 წლის არის და ძალიან ჰგავს თანამედროვე თვითმფრინავს. ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით, ძველ ეგვიპტეში აეროდინამიკის პროცესები ცნობილი იყო და შესაძლებელია, რომ საკარის ფრინველი მუშა მდგომარეობაში მყოფი თვითმფრინავის, ან გარკვეული ტიპის პლანერის მოდელი იყოს.


image


imageფიგურაზე ფრთების იდეალური განლაგება, მოწინავე აეროდინამიკურ დიზაინზე მიუთითებს. თუმცა, მეორეს მხრივ, რადგან საკარის ფრინველი ხის არის, დაშესაძლებელია, რომ სათამაშო ან ფლიუგერიც კი ყოფილიყო — ის ისტორიული გამოცანაა, რომლის დანიშნულება, შეიძლება, სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩეს.

მეორედ ფიგურა, 1971 წელს, არქეოლოგმა და ეგვიპტის ავიახაზების კლუბის წევრმა ჰალილ მესიხამ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. მან მუზეუმის საცავში ხის პატარა ნივთი შენიშნა, რომელიც ფრინველს ჰგავდა და მაშინვე ჰიპოთეზა გამოთქვა, რომ საკარაში ნაპოვნი ფიგურა, საფრენი აპარატის ხის ასლი იყო, რადგან ის ძალიან ჰგავს თანამედროვე რეაქტიულ თვითმფრინავს და თან კონსტრუქციაში, მოწინავე აეროდინამიკური დიზაინის ელემენტები გააჩნია.


image


imageროგორც მეცნიერები ვარაუდობენ, «საკარის ფრინველი» — უძველესი დაკარგული ტექნოლოგიების შესახებ, არსებული მრავალრიცხოვანი თეორიის მხოლოდ მცირე ნაწილია და განხილული თეორიების უმეტესობის მსგავსად, მისი რეალური ისტორია, შესაძლებელია, ვერასდროს გავიგოთ. ხოლო, არტიფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ დღემდე საბოლოო დასკვნა გაკეთებული არ არის.

ყველაზე გავრცელებული თეორიის მიხედვით, «საკარის ფრინველი», სინამდვილეში, ფარაონების რიტუალებს უნდა უკავშირდებოდეს, რადგან მას შავარდნის თავი აქვს, რომელიც ეგვიპტური ღმერთის – ჰოროსის სიმბოლო იყო.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ბრინჯაოს ხანის კატაკლიზმები. რატომ გაქრა ტროა, მიკენე და სხვა ლეგენდარული ქალაქები
2. ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ — რას ფიქრობდა ის სტალინის შესახებ

3. რატომ უნდოდა ნ. ხრუშჩოვს სიმინდის მთავარ სასოფლო–სამეურნეო კულტურად ქცევა და რატომ არ შეუშვეს ის დისნეილენდში?

4. როგორ ცხოვრობს დღეს სსრ კავშირიდან გაქცეული «გოგონა წითელ ბიკინში»
5. 5 ყველაზე ანომალური ადგილი ჩვენს პლანეტაზე

6. რატომ «ჩამოაგდეს ტახტიდან» ტიტანობოა? სინამდვილეში რა აღმოჩნდა, ყველაზე დიდი გველი ჩვენი პლანეტის ისტორიაში

0
221
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0