x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წყალქვეშა ნავები და მფრინავი ობიექტები ძველ მსოფლიოში

imageძველ ბერძენ მეცნიერს, ჰეროდოტეს (ძვ. წ. აღრ. 490-425 წწ.) ხალხმა «ისტორიის მამა» შეარქვა. ის ისეთი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ რაც არ უნდა ეთქვა, ყველაფერს უსიტყვოდ უჯერებდნენ. მხოლოდ ერთხელ არ დაუჯერეს, როდესაც მან განაცხადა, რომ თავისი თვალით ნახა მეტალისგან დამზადებული ნავი, რომელიც დიდი სიჩქარით ჰერაკლეს სვეტებიდან (გიბრალტალის სრუტე) შემოვიდა და ხმელთაშუა ზღვაში გაუჩინარდაო. ის ამტკიცებდა, რომ ნავს არც აფრები ჰქონდა და არც ნიჩბები. დღეს არავის გაუკვირდება მსგავსი სახის განცხადება, მაგრამ ჰეროდოტე ძვ. წ. აღრ. V საუკუნეში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ არ დაიჯერეს, ხალხმა მას მატყუარა მაინც არ უწოდა. რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ გადაღლილობის გამო, მეცნიერს რაღაც მოეჩვენა.

წყალქვეშა ნავების გარდა, ძველ მსოფლიოში, ადამიანები კიდევ ერთი უჩვეულო მოვლენის მომსწრენი იყვნენ. იმ პერიოდში, ცაში დრო და დრო, მფრინავი ობიექტები ჩნდებოდნენ. ასე მაგ., ძვ. წ. აღრ. XV საუკუნეში, ხოლო უფრო კონკრეტულად 1468 წ. ჩვენს ერამდე, ნილოსოს სანაპიროსთან მფრინავი ობიექტი გამოჩნდა. მისი დანახვის შემდეგ, ეგვიპტელები არც პანიკაში ჩაცვივდნენ და არც ღმერთის ნიშნად მიუჩნევიათ ნანახი. ფარაონის, თუტმოს III ბრძანებით, ეს ფაქტი ეგვიპტის ისტორიის ქრონიკაში შეიტანეს. «ზამთრის მესამე თვეს, ცაში გამოჩნდა სწორი ფორმის მქონე, დიდი ობიექტი, რომელიც ნელა გადაადგილდებოდა სამხრეთისაკენ» - წერია ქრონიკებში.
ეგვიპტის ტერიტორიაზე, ქ. აბიდოსის ტაძრის იოროგლიფებს შორის, ნაპოვნია მფრინავი იბიექტების გამოსახულებებიც. ეს ტაძარი ჩვენს ერამდე 1290-1279 წწ. არის აშენებული, სეთი I მმართველობის დროს.


imageმსგავსი მოვლენები და ფაქტები ცენტრალურ ამარიკაშიც ფიქსირდებოდა. ძველი ლეგენდის თანახმად, «მფრინავი ვეფხვი» თვითმფრინავით მოფრინდა და გარკვეული დროის მანძილზე, ინდიელებთან ცხოვრობდა. ის ადგილობრივებს მიწათმოქმედებას და წერას ასწავლიდა. როდესაც დარწმუნდა, რომ მათ ყველაფერი კარგად შეისწავლეს, ინდიელებს უბრძანა, რომ ის მაღალ მთაზე აეყვანათ. იქ საფრენ აპარატში ჩაჯდა, რომელიც ჭექა-ქუხილში და ელვაში გაუჩინარდა.
იგივე რეგიონში, იუკატამის ნახევარკუნძულზე, იქ სადაც კოლუმბამდე მაიას ტომი ცხოვრობდა, მეცნიერებმა ერთ-ერთი სამარხის გახსნის დროს, კედელზე აერონავტის გამოსახულება და ჩანახატი აღმოაჩინეს, რომელზეც კარგად ჩანს, თუ როგორ ასწავლის მფრინავი ადგილობრივი ტომის ბელადს ხომალდის მართვას.


image


სამხრეთ ამერიკაში, ნასკას უდაბნოში შემორჩენელ ხაზებსა და ფიგურებს, რომლებიც მხოლოდ თვითფრინავიდან ჩანს, მეცნიერები ასევე უძველეს დროში მფრინავი ობიექტების არსებობას უკავშირებენ (იხ. ნასკას უდაბნოს საიდუმლო ამოხსნილია).
ინფორმაცია მფრინავი ობიექტის შესახებ, შემორჩენილია აგრეთვე კელტურ მითოლოგიაშიც.

კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ძველი ხალხები არა მარტო ხედავდნენ ცაში მფრინავ ობიექტებს, არამედ ზოგიერთი მათგანი, კარგად იცნობდა მის შინაგან მოწყობილობას.

image

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* დოკუმენტი, რომლითაც უცხოპლანეტელების არსებობის ფაქტი მტკიცდება

* ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო

* ნაპოლეონის თავის ქალაში უცხოპლანეტური წარმომავლობის მიკროჩიპი აღმოაჩინეს

* აღმოჩენების კვალდაკვალ – ადამიანის დედამიწაზე გამოჩენის თარიღმა მილიონობით წლით, შორეულ წარსულში, გადაიწია

* უკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენა პირამიდები, ატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი

* ნაპოვნია უცხოპლანეტელის თავის ქალა (+ ვიდეო)

0
1419
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1419
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0