x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
9 ივნისს მოერიდეთ ქუჩაში გასვლას! განსაკუთრებით კი, ბავშვები და მოხუცები!
image


ივნისი მშვიდი მაგნიტოსფეროთი ხასიათდება, თუმცა თვის პირველ დეკადაში უმნიშვნელო ცვლილებები მაინც მოსალოდნელია. მაგნიტურმა ქარიშხლებმა მეტეომგრძნობიარე ადამიანების ჯანმრთელობას შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს, მაგრამ თუ მაგნიტური შტორმის განრიგი წინასწარ გეცოდინებათ, შეგიძლიათ ამისთვის საკუთარი თავიც კი შეამზადოთ.


image


მზის მომატებული აქტივობა თითქმის ყოველთვიურად შეინიშნება, მაგრამ სხვადასხვა პერიოდში. 2021 წლის ივნისში ორი მცირე "აფეთქებაა" მოსალოდნელი. ამერიკული სააგენტო "APnews"– ის რედაქცია გვაფრთხილებს, თუ როდის უნდა ველოდოთ 2021 წლის ივნისში მაგნიტურ შტორმებს და როგორ უნდა დავიცვათ თავი მათი ნეგატიური ზემოქმედებისგან. მაშ ასე...




მაგნიტური ქარიშხლების გრაფიკი 2021 წლის ივნისისთვის დღეების მიხედვით



image


მზეზე ძლიერი "აფეთქებები" მაგნიტურ შტორმს იწვევს. ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ მისგან თავის დაცვა კი სავსებით შესაძლებელი, თუკი რაღა თქმა უნდა, ზუსტი თარიღები გვეცოდინება. როგორც FIAN– ის მზის რენტგენის ასტრონომიის ლაბორატორიის ექსპერტები პროგნოზირებენ, 2021 წლის ზაფხულის პირველი თვე მოსახლეობას მეტეოროლოგიური აქტივობით არ შეაწუხებს. ივნისი მოსალოდნელია მშვიდი მაგნიტოსფეროთი, მაგრამ თვის პირველ დეკადაში მცირე "აფეთქებები" მაინც მოსალოდნელია.




ასე რომ, 2021 წლის ივნისში ორი მცირე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი:


image


8 ივნისი - ამ დღეს მეტეოპათები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები სისუსტესა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას იგრძნობენ.


9 ივნისი - მაგნიტური შტორმი სტრესს გამოიწვევს. მას ძირითადად, ბავშვები და ხანდაზმულები იგრძნობენ.


ზაფხულის პირველი თვის ყველა დანარჩენი დღე სტაბილური იქნება და მზეზე აქტიური "აფეთქებების" გარეშე ჩაივლის. ვისზე მოქმედებს მაგნიტური შტორმები?



მზის გეომაგნიტურ აქტივობას ძალზე მძაფრად გრძნობენ:



image



გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები;
ორსული ქალები;
მოხუცები;
ბავშვები;
ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები;

მეტეოპათები


როგორ მოქმედებს მაგნიტური შტორმები ჯანმრთელობაზე?


ჯანმრთელი ადამიანისთვის მაგნიტური შტორმი საშიში არ არის - ამ დღეებში მას შესაძლოა მხოლოდ განწყობა გაუუარესდეს ან მცირე სისუსტე იგრძნოს, თუმცა ეს უსიამოვნო შეგრძნებებიც მალევე გაივლის.


image


თუმცა აი, მეტეომგრძნობიარე და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები მზეზე აქტიურ "აფეთქებებს" საკმაოდ მკვეთრად გრძნობენ. გულის დაავადების მქონე პაციენტებში აღინიშნება წნევის თამაში, ხოლო ისინი, ვისაც ნერვული სისტემის პრობლემები აწუხებს, მიდრეკილები არიან სტრესისა და დეპრესიისკენ.




მკვეთრად გამოხატულ სიმპტომებს შორის შეიძლება ასევე გამოვლინდეს:



image


სწრაფი დაღლილობა;
ძილიანობა;
შფოთვა, აპათია;
გაღიზიანებადობა და ნერვოზულობა;



როგორ დაიცვათ თავი მაგნიტური შტორმისგან?



გთავაზობთ, რამდენიმე ეფექტურ რჩევას, რომელიც მზის გეომაგნიტური აქტივობის უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ:



1. აკონტროლეთ კვება - შეეცადეთ ამ დღეებში არ მიიღოთ არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი, ძლიერი ყავა და ჩაი;
2. არ დატვირთოთ სხეული ფიზიკური ვარჯიშით - უარი თქვით ერთი დღით მაინც დამღლელ, აქტიურ ვარჯიშზე;
3. იარეთ რაც შეიძლება მეტი სუფთა ჰერზე - რეკომენდირებულია ტყეში, პარკებსა და მდინარის მახლობლად სეირნობა.

4. თავი აარიდეთ ყველანაირ სტრესსა და კამათს;
5. აკონტროლეთ წნევა და ჯანმრთელობის მდგომარეობა.





























0
736
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
736