სხვა ხალხი ციფრების გარეშე - ისინი საკუთარ კიდურებსაც კი ვერ ითვლიან 2021, 1 ივნისი, 20:57
პირაჰას ტომი ბრაზილიაში ცხოვრობს და ინდიელებისაგან შედგება. დიდი ხნის განმავლობაში მისიონერული ორგანიზაციები მარცხს განიცდიდნენ, როცა პირაჰას ტომის გულის განათებასა და ღმერთისაკენ მიმართვას ცდილობდნენ. პირაჰა გულთბილად შეხვდა კათოლიკე და პროტესტანტულ მისიონერულ ორგანიზაციებს, სიამოვნებით დაიფარეს სიშიშვლე ნაჩუქარი ულამაზესი შორტებით და ქილიდან კმაყოფილებით მიირთვეს დაკონსერვებული კომპოტი, თუმცა კომუნიკაცია რეალურად ამით დასრულდა მისიონერებთან, რადგან ვერავინ გაიგო პირაჰას ტომის ენა. ამიტომაც აშშ-ის ევანგელური ეკლესია ჭვიანურად მოიქცა: იქ გაგზავნეს ახალგაზრდა, მაგრამ ნიჭიერი ენათმეცნიერი. ევერეტი მზად იყი იმისათვის, რომ პირაჰას ტომის ენა შესასწავლად რთული იქნებოდა, მაგრამ შეცდა: ეს ენა არ იყო რთული, ის უნიკალური იყო. მსგავსი რამ დედამიწაზე არაფერი არსებობს. პირაჰას ტომის ენა, ანბანი შედგება მხოლოდ 7 თანხმოვნისა და 3 ხმოვნისაგან. მათ არ იციან ნაცვალსახელები და ვერ არჩევენ პირებს " მე", "შენ", "ისინი". არც ზმნებსა და არსებით სახელებს გამოყოფენ ხაზგასმით, გამოკვეთილად და მათთვის უცხოა ის ენობრივი ნორმები, რასაც ცივილიზებული სამყარო იყენებს. პირაჰას ტომის წევრებს არ შეუძლიათ "ერთის" ცნების გაგება. ეს მათთვის რამდენადმე რთული ფილოსოფიური კატეგორიაა. ციფრები, რიცხვები და ანგარიში მათ არ იციან, ოპერირებენ მხოლოდ ორი ცნებით: "მრავალი" და "რამდენიმე". 2, 3, ან 4 პირანია მათთვის უბრალოდ რამდენიმე პირანიაა, ხოლო 6 პირანია უკვე ბევრია. ამიტომაც პირაჰას ვერასოდეს დაარწმუნებთ, რომ ისინი მცირერიცხოვანი ხალხია, ტომია, მათთვის ხომ 5-ზე მეტი უკვე ბევრია. ისინი 500-მდე არიან, რაც მათი წარმოდგენით, უდავოდ, ბევრია. მათთან იმაზე საუბარი, რომ მსოფლიო მოსახლეობა 7 მილიარდზე მეტია, დროის კარგვაა, უსარგებლოა, მაინც ვერ გაიგებენ
88 შეფასება არ არის
|