x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ანგარებით ქორწინება? ცნობილი ქალები, რომლებმაც სიყვარულს, საფულე არჩიეს
image


ასაკოვანი და შეძლებული კაცების გვერდით გრძელფეხება ლამაზმანების დანახვისთანავე თავში უნებურად მხოლოდ ერთი აზრი მოდის - ანგარებით ქორწინება, და იმის საილუსტრაციოდ რომ ასე ადამიანების მცირე პროცენტი ნამდვილად არ ფიქრობს რამდენიმე მაგალითსაც მოგიყვანთ. მაშ ასე, თქვენ წინაშეა წარმატებული, ახალგაზრდა გოგონები, რომლებმაც მდიდარ "მამიკოებთან" საქორწინო კავშირზე უარი არ თქვეს.





კრისტალ ჰარისი და ჰიუ ჰეფნერი


image


ჟურნალ - "Playboy"-ის დამაარსებელი და უცვლელი მთავარი რედაქტორი, ჰიუ ჰეფნერი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მამაკაცი გახლდათ, რომელიც ქალებში ყოველთვის დიდი წარმატებით სარგებლობდა. პირველ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, მარტოხელა მამაკაცის სტატუსს ის 30 წლის განმავლობაში ერთგულად ატარებდა, რის შემდეგაც დაქორწინება კვლავ გადაწყვიტა, ამჯერად მისი რჩეული მასზე 60 წლით უმცროსი კრისტალ ჰარისი გახდა. 2017 წლის 27 სექტემბერს ჰეფნერი 91 წლის ასაკში "ბუნებრივი მიზეზით" გარდაიცვალა, ხოლო მთელი მისი ქონება მის ახალგაზრდა მეუღლის ხელში გადავიდა.






ჯორჯინა ჩაპმანი და ჰარვი ვაინშტეინი



image


2007 წელს წარმატებული მოდელი და მსახიობი ჯორჯინა ჩაპმანი ცოლად ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ პროდიუსერს ჰარვი ვაინშტეინს გაჰყვა. გოგონამ მისგან სამი შვილი გააჩინა, ხოლო მას შემდეგ რაც გავლენიანი კინოპროდიუსერი სექსუალურ სკანდალში გაეხვა, ჯორჯინამ სასამართლოში განქორწინების თაობაზე განცხადება მალევე შეიტანა და კუთვნილი ქონების ნაწილიც მიიღო.






რიჩარდ ლუგნერი და კეტი ლუგნერი



image


კეტი ჟურნალ "Playboy"-ის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელიც დაქორწინებამდე საზოგადოებისთვის კეტი შულცის სახელით იყო ცნობილი, თუმცა 31 წლის წარმატებული მოდელი ახლა უკვე 88 წლის მილიარდერის რიჩარდ ლუგნერის მეორე ნახევარია, რომელიც მასთან აგერ უკვე რამდენიმე წელია ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება. გოგონას თქმით, მას ყოველთვის სურდა გვერდით გამოცდილი და ასაკოვანი მამაკაცი ჰყოლოდა, თუმცა მისი ამ განცხადების ცოტას თუ სჯერა, რაც გასაკვირი არც არის, რადგან ქორწინების პერიოდში მან უამრავი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება და არერთი მილიონის საკუთარ თავზე დახარჯვა მოასწრო.






და აი, ამ თემასთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე სახალისო ფოტო:



imageimageimageimageimage













0
243
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
243