კომპიუტერები და პროგრამები Google Earth–ის დახმარებით პოლიციამ უიმედო საქმე გახსნა 2021, 27 მაისი, 8:58
და აი, წლების შემდეგ, ბარი ფეიმ, რომელიც ადრე ფლორიდაში, გრანდ–აილსში ცხოვრობდა, იმ ტერიტორიის Google Earth–ით ათვალიერებისას, ერთ–ერთი სახლის უკან მდებარე ტბაში, რაღაც, ავტომობილის მსგავსი დალანდა. ის მაშინვე იმ სახლის ამჟამინდელ მფლობელს დაუკავშირდა და მისი აღმოჩენის რეალურობის გადამოწმება სთხოვა. სახლის მეპატრონემ ცაში დრონი გაუშვა, რომელიც ვიდეო თვალით იყო აღჭურვილი და ტბაში ჩაძირული ავტომობილი მართლაც აღმოაჩინა. ბარი ფეი მაშინვე პოლიციას დაუკავშირდა და ამ აღმოჩენის შესახებ აცნობა. ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ, მაშველებმა წყლიდან 1994 წელს გამოშვებული თეთრი ფერის Saturn SL ამოიყვანეს, რომელშიც ადამიანის ჩონჩხი იყო. ექსპერტებმა ძვლები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ნეშთი 1997 წელს დაკარგულ უილიამ მოლდტს ეკუთვნოდა. იმ დროს, საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის სიახლოვესაც წყალსაცავი მდებარეობდა, ჯერ–კიდევ შენდებოდა და თითქმის, დაუსახლებელი იყო. ამიტომ, მანქანის ტბაში ჩავარდნის მომენტი ვერავინ დაინახა. თუმცა, დღემდე გაურკვეველია, უილიამის ავტომობილი წყალში როგორ მოხვდა? არხის სხვა სიახლეები:1. მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედში აღმოჩენილ პირამიდებს ვერაფერი გაუგეს 6. სხეულის სიკვდილის შემდეგ, სული სამყაროში ბრუნდება — ასეთია ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგი 186 1-ს მოსწონს
|