x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
იაპონური ხრიკი, რომელიც საფუარიან ღვეზელს მალე დაძველებისგან იცავს

იაპონელებმა თავი აქაც გამოიჩინეს და შექმნეს ცომი, რომლითაც მხოლოდ ჰაეროვანი ღვეზელი კი არ ცხვება, არამედ, ჩვეულებრივი ცომით გამომცხვარი ღვეზელისგან განსხვავებით, დიდ ხანს ინახება.

პირადად მე, საფუარიანი ცომით ცხობას, ყოველთვის ვერიდებოდი, რადგან მეორე დღისთვის, ღვეზელი უკვე ძველდებოდა. ჰოკაიდოს იაპონური ღვეზელი კი, რამდენიმე დღის მანძილზე, ახლად გამომცხვარივით არის.


image


ინგრედიენტები:


ცომი:


რძე — 200 მლ.

ფქვილი — 360 გრ.

საფუარი, კომპრესირებული (ახალი) — 15 გრ. (ან მშრალი — 7 გრ. )

კვერცხი — 1 ცალი

მარილი — 1 ჩ. კ.

შაქარი — 40–45 გრ. + 2 ს. კ. (საფუარისთვის)

დარბილებული კარაქი — 1 ს. კ.

ვანილინი — 1 გრ.


გულსართი:


შაქარი — 40 გრ.

კარაქი — 2 ს. კ.

დარიჩინი — 1 ჩ. კ. (სურვილის შემთხვევაში)

კვერცხის გული და ვანილინი — გადასასმელად



მომზადება:


I. თავდაპირველად, ფქვილის ნახარში უნდა მოამზადოთ (სწორედ ეს არის ხრიკი, რომელიც ღვეზელს დაძველებისგან იცავს):

პატარა ქვაბში ჩაასხით 100 მლ. რძე > ჩააცერით 2 ს. კ. ფქვილი და თან ურიეთ, რომ ფქვილი არ შეიკრას.


II. დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე 2, 5–3 წთ. და გამუდმებით ურიეთ. ფქვილის ნახარში, ცეცხლიდან გადმოდგმის მომენტისთვის, მასა მოხარშული კრემის მაგვარი უნდა იყოს.


image


III. ფქვილის ნახარშს მაშინვე გადააკარით სამზარეულოს აპკი, ისე რომ, ის მასთან კონტაკტში იყოს > გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.


image


IV. ცომისთვის მომზადებული ინგრედიენტი კარგად რომ გაგრილდება, ცომის მომზადება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ: თასში ჩაასხით დარჩენილი რძე > შეათბეთ, მაგრამ არ გააცხელოთ (წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუარი არ ამოვა) > დაამატეთ 2 ს. კ შაქარი და საფუარი > ჩააცერით 2 ს. კ. ფქვილი > მოურიეთ ნაზავს.


image


V. გადააფარეთ თასს სამზარეულოს აპკი და დაახლოებით, 15 წთ. დადგით თბილ ადგილზე.

შენიშვნა: თუ ამ პერიოდში ქაფი მოიგდო, ე. ი. საფუარი კარგია და ღვეზელის მომზადება შეიძლება, თუ არა — სხვა საფუარი უნდა მოიძიოთ.


VI. დაამატეთ ამ ნაზავს 1 კვერცხი და შაქარი (40-45 გრ.) > შეურიეთ ერთმანეთს ხელის სათქვეფით > დაუმატეთ მარილი, ფქვილის ნახარში და ისევ კარგად მოურიეთ.


VII. ფქვილს დაამატეთ ვანილინი და ჩააცერით თასში > მოზილეთ ცომი. ამის გაკეთება, მიქსერის კაუჭიანი წვერით, 5 წუთში შეიძლება ან ხელით უნდა ზილოთ 10 წუთის მანძილზე.

ცომი რბილი და ფუმფულა გამოდის და ჩვეულებრივ საფუარიან ცომს არა ჰგავს.


image


VIII. შეაზილეთ ცომს დარბილებული კარაქი.

თუ ამას მიქსერით გააკეთებთ, 5 წუთი საკმარისი იქნება. ხელით კი, ცომი 8–10 წუთი უნდა ზილოთ.


image


IX. სუფთა თასს წაუსვით ძირზე და გვერდებზე ზეთი > მოათავსეთ შიგნით ცომი > გადააკარით სამზარეულოს აპკი და დადგით თბილ ადგილზე (შეგიძლიათ შეფუთოთ კიდეც).

ცომი, დაახლოებით, 2 სთ–ში ცხობისთვის მზად იქნება.


image


X. გადაიტანეთ ფქვილიან ზედაპირზე და გაყავით 6 ნაწილად > გააკეთეთ გუნდები (გვერდები შემოუკეცეთ კიდიდან ცენტრის მიმართულებით) > გადააკარით სამზარეულოს აპკი, რომ ზედაპირი არ გამოშრეს > გააჩერეთ ამ მდგომარეობაში 15 წუთი.


image


XI. გააბრტყელეთ თითოეული გუნდა > შეურიეთ ერთმანეთს შაქარი და დარიჩინი > თითოეულ ცომზე 1 ჩ. კ. გულსართი გაანაწილეთ.


image


შენიშვნა: თუ დარიჩინი არ გიყვართ, შეგიძლიათ მხოლოდ შაქარი მოაყაროთ, ან მურაბა გადაუსვათ თხელ ფენად.

XII. გადმოუკეცეთ ცომს კიდეები და გააბრტყელეთ.


image


XIII. მიეცით ხვეულის ფორმა.


image


XV. კიდეები კარგად დაუმაგრეთ, რომ ცხობის დროს, ხვეული არ გაიხსნას.


image


XVI. მოათავსეთ ხვეულები პერგამენტიან საცხობ ფირფიტაზე > გადააფარეთ სამზარეულოს აპკი და ტილო > გააჩერეთ ასე 30 წთ. თუ საჭირო გახდა, უფრო მეტიც, ხვეულები აუცილებლად უნდა გაფუვდეს.


image


XVII. კვერცხის გულს დაამატეთ ცოტა ვანილინი და 1 ს. კ. წყალი > ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეურიეთ > გადაუსვით ხვეულებს.


image


XVIII. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.


XIX. ღუმელიდან გამოღების შემდეგ, მაშინვე, ფინჯით გამდნარი კარაქი გადაუსვით.

imageimageimageimageimageimageimage








0
330
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0