x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ არის ფოთელი ექთანი ,რომელიც მეორედ დაინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა
image48 წლის ირმა თოფურია, რომელიც ფოთოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის მორიგე ექთნად მუშაობდა განმეორებით კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა.


"ირმას კორონავირუსი პირველად 5 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის პარალელურად ფოთის საავადმყოფოშიც მუშაობდა და როგორც კი ვირუსი ხელმეორედ დაუფიქსირდა, მალევე გააგრძელა იქ მკურნალობა, მაგრამ ორ დღეში უეცრად დამძიმდა. მერე გადავიყვანეთ თბილისში ლევან რატიანთან, სადაც დღემდე ათი დღე მკურნალობდა. დღეს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, " - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის დირექტორმა კესო გელენიძემ.


ბოლო დღეებში საქართველოში გარდაცვალების ძალზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა(+31, +27) რის გამოც ტოპ-20-ის ანტირეიტინგში გადავედით.

image„ჩვენ რომ აცრების სამიზნე მაჩვენებლის 10% გვქონდეს გაკეთებული, მაშინ შესაძლებელია გარკვეულ შემსუბუქებაზე წახვიდე, მაგრამ როდესაც დღეს დილის მონაცემებით, 31 ადამიანი გარდაიცვალა 24 საათში, ეს ძალიან მაღალია საქართველოში. მილიონ მოსახლეზე დღეში რვა გარდაცვალება, არის ძალიან მძიმე. ამის ფონზე ნებისმიერ შემსუბუქებას, NCDC მხარს ვერ დაუჭერს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ Forbes Health-ში საუბრისას.



ასევე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ უბრალოდ ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს, თორემ კარგი იქნებოდა ოთხიდან ექვს კვირამდე ძლიერი „ლოქდაუნი"

"„ჩვენი ეკონომიკა რომ იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში ოთხიდან ექვს კვირამდე ძლიერი “ლოქდაუნი” შემოიღო და ზაფხულს შეხვდე კარგი მაჩვენებლით”.

0
328
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0