x
image
თუთიკო ბერძენა
პეტრე კოლხი ლევან ვასაძისგან პასუხს ელოდება

image


ბინესმენი ლევან ვასაძე ქართული ბრენდის" სამოსელი პირველის" მფლობელია, სადაც ქართული სამოსის შეძენა არაადეკვატურად მაღალი ფასის გამო საქართველოს მოსახლეობის საშუალო ფენისთვისაც კი შეუძლებელია. მაგალითად, დღეს რომ ვაჟა-ფშაველა ცხოვრობდეს ჩვენ შორის, და მასავით ღატაკი იყოს ( ვაჟა დღეს ვერანაირად ვერ იქნებოდა ფინანსურად საშუალო ფენის წარმომადგენელიც კი), მისთვისაც კი ვერ მოვახერხებდით ჩოხის ჩუქებას და მის მიმართ დიდი სიყვარულისა და პატივისცემის ამ გზით გამოხატვას.

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ბიზნესმენ ლევან ვასაძეს კითხვით მიმართავს:


„ლევან ვასაძეს კითხვა მინდა დავუსვა, ყოველგვარი სარკაზმის და ცინიზმის გარეშე. ყველამ ვიცით, რომ ქართული ბრენდი „სამოსელი პირველის“ მფლობელია. ძალიან მომწონს ქართული სამოსი და მისი ყოველი დეტალი, თუმცა, არც საშუალო და მით უფრო, დაბალ ფენას არასდროს ეღირსება მის მერ წარმოებული ქართული ჩოხა.

კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, რომ თანხები გაანახევროს და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი იდენტობის მახასიათებელი შესამოსელი?! რომ არაფერი ვთქვა, მის მიერ დაფუძნებულ სკოლაზე, სადაც მხოლოდ მდიდრები სწავლობენ. ამით უფრო მეტად ხაზს უსვამს უთანასწორობას და შეძლებულების პრივილეგიას!“

3
130
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
130
  
2021, 14 მაისი, 0:24
სარფიან საქმედ იქცია
2021, 14 მაისი, 0:24
რუსეთუმე, რომელიც ქართული ნაციონალური ტანსაცმლით ვაჭრობს :)
2021, 11 მაისი, 18:20
ყოველთვის იყო ღარიბების და მდიდრების ფენა, სამწუხაროდ საშუალო ფენა არ ეღირსა საქართველოს.
ვასაძე "რუსეთუმეა" და ამიტომ არ ვცემ პატივს, თორემ მისი გდასაწყვეტია რა ფასად გაყიდის მისი საწარმოს მიერ გამოშვებულ ტანსაცმელს.
0 1 3