ბიოგრაფია მას მხოლოდ 100 დოლარი ჰქონდა და მილიარდერი გახდა 2021, 21 მაისი, 16:00 სწორედ ამ თანხის მიცემას დაჰპირდა თავის უხეირო და დაუდევარ შვილს დედა. მართალია, უბრალოდ ისე კი არა, გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ: კორნელიუსს ერთ თვეში, რომელიც მის სრულწლოვანობამდე იყო დარჩენილი, მათ ფერმაში მდებარე ყველაზე ქვიანი, 8 აკრის (დაახლოებით, 300 კვ. მ.) მიწა უნდა მოეხნა და დაეთესა. გადმოცემის თანახმად, ბიჭმა დავალება შეასრულა და აღებული ფულით, ტრანსპორტის მომავალმა მაგნატმა ძველი ბარჟა (ბრტყელძირიანი სატვირთო გემი) შეიძინა. 60 წლის შემდეგ, როდესაც კორნელიუს ვანდერბილტმა (Cornelius Vanderbilt) მშობლიურ მინდვრებს იახტით ჩაუარა, ბრძანება გასცა, რომ საკუთარი დედის საპატივცემულოდ, სამხედრო ფეიერვერკი გაეშვათ. მოხუცი მაშინ უკვე 86 წლის იყო და მან შვილის წარმატება, რომელიც დღემდე, შტატების ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და წარმატებულ მეწარმედ ითვლება, სრულად შეძლო. მომავალი მილიარდერი საკმაოდ შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა, მაგრამ მამას, რაც შემოსავალი ჰქონდათ, იმაზე მეტის გამომუშავება არ შეეძლო. ამერიკელი, ირლანდიური ფესვებით, რომელიც კ. სტეიტენ-აილენდზე (ნიუ–იორკის ოლქი) ცხოვრობდა, მიწას ამუშავებდა და გარკვეულ თანხას, ნავით გადაზიდვებითაც გამოიმუშავებდა. კორნელიუსი ოჯახში მეოთხე შვილი იყო. ის 1794 წელს დაიბადა და თავისი ცუდი ხასიათით და უასქციულობით, მშობლები გაწამებული ჰყავდა. მან ყოველთვის იცოდა, მისთვის უკეთესი რა იყო... ასე, მაგ., მან სკოლაში მხოლოდ 11 წლის ასაკამდე იარა და შემდეგ, სწავლა მიატოვა. მისი აზრით, ეს მოსაწყენი და არაფრის მომცემი საქმიანობა იყო. წერა კითხვა ისწავლა და მისთვის, ესეც საკმარისი იყო. შემდეგ, მართალია, მან ამ გადაწყვეტილების გამო ინანა და ცხოვრების მანძილზე, არაერთ მეცნიერებას, მათ შორის, იურისპრუდენცია და ბუღალტერია შეისწავლა. მაგრამ ეს, მოგვიანებით იყო... მანამდე კი, ის სკოლაში სიარულის ნაცვლად, მამას ფერმაში ეხმარებოდა. თითქმის 16 წლის იყო კორნელიუს, დედას რომ გამოუცხადა, საზღვაო ფლოტში უნდა ჩავეწეროო. დედამ კი, მისი მოსყიდვას 100 დოლარით შეეცადა და ეს გამოუვიდა კიდეც. ბიჭმა თითქმის შეუსრულებელი დავალება შეასრულა და თავის ფული მიიღო. როგორც აღვნიშნეთ, ამ ფულით, მან ბარჟა შეიძინა და სტეიტენ-აილენდს და მანჰეტენს შორის, ტვირთის და მგზავრების გადაყვანა დაიწყო. მგზავრობა 18 ცენტი ღირდა და 1 წლის შემდეგ, ახალგაზრდა კაცმა დედას 100 დოლარი დაუბრუნა და ოჯახის ბიუჯეტში 1000 დოლარიც შეიტანა. კორნელიუსს ბიზნესის საქმე კარგად მისდიოდა და ამიტომ, 18 წლის ასაკში, დაქორწინდა... და აქაც გაუმართლა. ბედნიერ წყვილს 13 შვილი შეეძინა. მეუღლე შვილების აღზრდით იყო დაკავებული, მაგრამ, ამავდროულად, პორტში მდებარე პატარა სასტუმროსაც ხელმძღვანელობდა, რითაც ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა. ვანდერბილტი ძალიან ჭკვიანი იყო – ის საჭირო დროს, ყოველთვის საჭირო ადგილზე ჩნდებოდა და ფულის გამომუშავების შანსს, ხელიდან არასდროს უშვებდა. ასე, მაგ., სტეიტენ-აილენდზე და ნიუ–იორკში, საქონელზე ფასთა სულ მცირე სხვაობის გამო, საკუთარ კაპიტალს კიდევ რადენიმე ათასი დოლარი შემატა და სულ მალე, მას უკვე სატვირთო და სამგზავრო გემების პატარა ფლოტი ჰქონდა. ოქროს ციებ–ცხელების პერიოდში კი, როგორც ცნობილია, ოქროს მაძიებლებზე მეტად, ის ადამიანები გამდიდრდნენ, რომლებსაც კალიფორნიაში პირველი მოხმარების ნივთები და საკვები ჩაჰქონდათ... და რა თქმა უნდა, მათ შორის იყო ვანდერბილტიც. მართალია, ამისთვის მას, ნიკარაგუაში, კარიბის ზთავსა და წყნარ ოკეანეს შორის არხის გაყვანა დასჭირდა, მაგრამ ეს, ამად ღირდა – მისმა კომპანიამ საერთაშორისო გადამზიდავების სტატუსი მოიპოვა. გადმოცემით, როდესაც მისმა ერთ–ერთმა შვილიშვილმა მემკვიდრეობა მიიღო, აღნიშნა რომ: «მემკვიდრეობით მიღებული სიმდიდრე, ნამდვილ დაბრკოლებას წარმოადგენს ბედნიერების გზაზე… ის არაფერს მიტოვებს, რისი იმედიც შეიძლება მქონდეს და არც ის არის გარკვეული, თუ რისკენ უნდა ვისწრაფოდე...». მოკლედ, ვანდერბილტის მემკვიდრეებისთვის, ეს ქონება ნამდვილ «ტანჯვად» იქცა, რომელიც საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ, დიდ ხანს არ გაგრძელებულა... ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეებმა ბიზნესის შენარჩუნება ვერ შეძლეს. მათი ფუფუნების ნივთებით და ძვირფასი უძრავი ქონებით გატაცება, XX საუკუნის დასაწყისში დაწყებულ სატრანსპორტო კრიზის დაემთხვა და კორნელიუს ვანდერბილტის მიერ შექმნილმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. არხის სხვა სიახლეები:1. ყავის დღიური ნორმა, დღეგრძელობისთვის 2. მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედში აღმოჩენილ პირამიდებს ვერაფერი გაუგეს 3. კულინარიული შეცდომები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა 4. რეალობა, თუ ილუზია – მარსზე ტყე აღმოაჩინეს. არსებობს, თუ არა სიცოცხლე მარსზე 529 3-ს მოსწონს
|