x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
რეალობა, თუ ილუზია – მარსზე ტყე აღმოაჩინეს. არსებობს, თუ არა სიცოცხლე მარსზე

აპარატები, რომლებიც მთვარეს და მარსს იკვლევენ, დედამიწაზე ხშირად, იდუმალებით მოცული ობიექტების ფოტოებს გზავნიან. მეცნიერები ვერ ხსნიან, თუ რა არის მათზე ასახული. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ობიექტები ცივილიზაციის ნაშთებს მოგვავონებენ. ძირითადად, ეს შეიძლება კომუნიკაციების კვალი ან წარმოუდგენელი ფორმის ქვები იყოს, რომლებიც დედამიწაზე არსებულ არტიფაქტებს წააგავს. თუმცა, არსებობს ფოტოები, რომლებზეც ასახულია ხეებია, უფრო სწორედ ტყე, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას ფარავს.


imageფოტო მარსიდან


ხეები მარსზე


სოციალურ ქსელებში უამრავი ფოტოა მარსიდან, რომელზეც ძალიან კარგად შეიძლება იმის დანახვა, რომ ზოგიერთი ობიექტი ძალიან ჰგავს ადგილობრივ მცენარეებს ან მცენარეთა ჯგუფს. გარეგნული სახით, ისინი ყველაზე ხშირად ხეებს გვახსენებენ. ხან ეს ცალკეული ზოლებია უდაბნოში, სხვა შემთხვევაში კი, — მთელი ტყის მასივი ან პლანტაცია. ყოველ შემთხვევაში, ისევე გამოიყურება, როგორც თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე, დედამიწაზე არსებული მცენარეები: აქვს ისეთივე მოხაზულობა და გვირგვინის «ფუმფულა» ფორმები. ზოგიერთი გვირგვინი კი, იმდენად დიდია, რომ ხე გიგანტური ზომის უნდა იყოს.


imageობიექტები მარსის ზედაპირზე, რომელიც ძალიან ჰგავს ხის გვირგვინებს


არსებობს, თუ არა სიცოცხლე მარსზე


კონსპირატორების ვერსიით, ეს ყველაფერი რეალურად არსებობს, თუმცა უბრალო მოკვდავებისთვის ასეთი ფოტოები ხელმისაწვდომი არ არის. უკვე დიდი ხანია, რაც ჭორი დადის, რომ მარსზე ცივილიზაცია არსებობდა. მაგრამ, ის განადგურებულია, ან ნაწილობრივ შენარჩუნდა. ამ თეორიის მტკიცებულებად კი, მათ მარსზე გადაღებული, იდუმალი ობიექტების ფოტოები მოჰყავთ, რომელთა შორის არის: ნაგებობების ნაშთები, პირამიდები, გზები და ა. შ. ასევე კითხვებს პლანეტის ფერიც აჩენს. ოფიციალური ვერსიით, — მარსის წითელი, ან ღია ყავისფერი ფერი, მისი ზედაპირის გრუნტის ფერით არის განპირობებული. თუმცა, როგორც აღნიშნული თეორიის ავტორები ამტკიცებენ, ფოტოებს, ქსელში გაშვებამდე, რედაქტირებას უკეთებენ და წყალს და მიწას, თითქმის ერთფეროვნად წარმოადგენენ.



imageიდუმალი ობიექტები მარსის ზედაპირზე


მეცნიერების დასკვნა კი ასეთია, რომ ფოტოზე დაფიქსირებული ტყის მასივის ფორმის ობიექტებს, სავარაუდოდ, ქვიშა ქმნის, რომელიც ძლიერი ქარის დროს, გადაადგილდება.

იმედია, დრო გვაჩვენებს, თუ ვისი მოსაზრება უფრო სწორია. მანამდე კი, ისღა დაგვრჩენია, რომ პლანეტას მასზე გადაღებული ფოტოებით დავაკვირდეთ.

ჩვენი სამყარი ხომ სავსეა იდუმალი მოვლენებით, რომლებიც უჩვეულოდ გვეჩვენება: მაგ., ბერმუდის სამკუთხედში აღმოჩენილი პირამიდები, რომლებიც ფორმით, ეგვიპტურს ჰგავს. თუმცა, ეგვიპტის პირამიდებთან დაკავშირებითაც, ბევრი რამ დღემდე გასარკვევის...

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. გვგონია, რომ ადგილზე ვდგავართ, სინამდვილეში, 108 000 კმ/სთ სიჩქარით ვმოძრაობთ — 10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი დედამიწის შესახებ (+ ვიდეო)

2. მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედში აღმოჩენილ პირამიდებს ვერაფერი გაუგეს

3. რას მალავდა სტალინი თავროსის მთაში

4. რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში

5. «ჯოჯოხეთის კარიბჭეს» საიდუმლო ამოხსნილია

6. წარღვნის დროს ეგვიპტის პირამიდები წყლით იყო დაფარული. მტკიცებულება, რომ პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული


0
726
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
726
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0