ფსიქოლოგია სტრესის 7 გამომწვევი, რისი იგნორირებაც აუცილებელია 2021, 29 აპრილი, 1:57 ცხოვრება სტრესების ერთი დიდი გროვაა. ყოველდღიური ცხოვრებიდან სჯობს იმ საგნების უგულებელყოფა, რომლებიც სტრესს იწვევს. ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ბევრი რამ, რაც საბოლოო ჯამში გაამარტივებს ცხოვრებას.აქ მოცემულია რამდენიმე სტრესორი, რომელთა თავიდან აცილება გჭირდებათ. მერწმუნეთ, თავს უკეთ იგრძნობთ. კონტროლის სურვილი არ არის სასიამოვნო, როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო. სცადეთ, გააანალიზოთ, როგორ მოხდა არასწორი მოვლენები თქვენს ცხოვრებაში, რა იყო მიზეზები. დაფიქრდით, რატომ გრძნობდით თავს ცუდად. თქვენ ვერ გააკონტროლებთ სამყაროს, თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ აკონტროლოთ თუ როგორ რეაგირებთ სამყაროზე. ნეგატიური ხალხი ჩვენ ყველას გვყავს ასეთი მეგობრები ან ოჯახის წევრები და რატომღაც არ გვინდა მათზე უარი ვთქვათ. მე არ ვამბობ, რომ უნდა განდევნოთ ცხოვრებიდან, მაგრამ შეიძლება ცოტა ხნით დაისვენოთ და განერიდოთ ტოკსიკურ ადამიანებს. შეამცირეთ კონტაქტები მათთან . მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ მოუსმინოთ მათ პრობლემებს და რამდენიმე რჩევა მისცეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს თქვენი პრობლემები არ არის. სრულყოფილება სრულყოფილება წყევლაა. ამის მიღწევა შეუძლებელია და ვერასოდეს ნახავ ბედნიერებას, თუ ამის გაკეთებას შეეცდები. არაფერია იმაზე ცუდი, როცა ყველაფერი რიგზეა. დაფიქრდით, რა გაქვთ და მგონი ყველაფერიც გაქვთ, კიდევ მეტი და მეტი რომ არ მოინდომოთ. ზოგჯერ იმის მცდელობა, რომ ყველაფერი უნდა სრულყოფილად გქონდეთ, იმედგაცრუებულს გტოვებთ. ასეთი ფრუსტრაცია კი დეპრესიას და აგრესიას იწვევს. თქვენი სამუშაო წამითაც არ იფიქრო იმაზე, რომ თუ შენს საქმეს გააუარესებ ან შეცდომას დაუშვებ, სამყარო შეჩერდება. ჩვენ გვყავს მსოფლიში ყველაზე აუტანელი უფროსები და ხელმძღვანელები, რომელთაც ასევე ეშლებათ რაღაცები, მაგრამ დედამიწა კვლავ ტრიალებს. შეცდომები ყველას მოსდის. სამსახური ესაა არსებობისთვის აუცილებელი თანხის გამოსამუსავებელი ადგილი და მის იქითაც შეიძლება სხვა სახალისო საქმეების გაკეთება. ფული ეკონომიკა ჯოჯოხეთში გადავიდა, მაგრამ ის ჯოჯოხეთში გადავიდა ყველასთვის. სანამ გადასახადების გადახდა შეგიძლიათ, ფულზე ფიქრის მიზეზი არ არსებობს. რატომ ერვიულობთ, რომ რემონტის გადადება მომდევნო წლამდე მოგიწევთ? ან რომ ამ ზაფხულს ვერ შეძლებთ მოგზაურობას? გაიხსენე, რა ეწერა სოლომონის ბეჭედზე: " ესეც გაივლის" . სხვა ადამიანების მოსაზრებები შეხედეთ, მოსაზრებები ორმხრივი ქუჩაა. ხალხის მოსაზრებამ შეიძლება მხოლოდ ზიანი მოგაყენოთ ან დაგძაბოთ, თუკი თქვენი აზრი მათ შესახებ საკმარისად მაღალია. თუ ვინმე პრობლემას გიქმნით, გააკეთეთ საკუთარი დასკვნები და ჩამოიცილეთ თქვენზე არასწორი შეხედულებების მქონე ადამიანები. ის, რასაც ისინი ფიქრობენ, სრულიად შეუსაბამოა თქვენი ყოველდღიური ცხოვრებისათვის. საკუთარ თავს სხვებთან შედარება თუ თქვენ საკუთარ თავს სხვას ადარებთ, თქვენ მუდამ იმას აქცევთ ყურადღებას, რაც მათ აქვთ და თქვენ - არა. ნუ უყურებთ რას აკეთებენ ან რა აქვთ სხვა ადამიანებს. მათ არ აქვთ ის, რაც თქვენ გაქვთ. აბსოლუტურად კმაყოფილი და ბედნიერი ადამიანი არ არსებობს და ეგებ ისინი თქვენ გედარებიან და შურთ იმის, რაც თქვენ გაქვთ? 26 6-ს მოსწონს
|