სხვა გველზე მონადირეები ირულას ტომიდან - ბრძოლა ძვირფასი შხამისათვის 2021, 22 აპრილი, 22:14 ![]() ცირკის არენაზე მსახიობის გველებთან ერთად გამოსვლას ყველა გაფაციცებით და მღელვარებით უყურებს, ინდოეთში კი არსებობს ტომი, რომელიც დასპეციალებულია სათვალეებიანი კობრას, პლანეტაზე ყველაზე საშიში ქვეწარმავლის დაჭერაზე. ეს ადამიანები საკუთარ თავს უწოდებენ "ირულა"-ს. ირულას ტომელები ბავშვობიდანვე სწავლობენ ქვეწარმავლებზე ნადირობას და იციან, როგორ აირიდონ სათვალეებიანი კობრას კბენა, როგორ მოათვინიერონ ქვეწარმავალი ძვირფასი შხამის შესაგროვებლად. ![]() ირულას ტომში დიდი და პატარა ნადირობს გველზე. ბავშვებს აჩვევენ არაშხამიანი გველების დაჭერას, ხოლო 8 წლის ასაკიდან მათ ნებას რთავენ, ინადირონ უფრო საშიშ ქვეწარმავლებზეც, ხოლო 12-13 წლის ბიჭუნები, მშობლების მსგავსად, ნადირობენ კობრაზე. ოჯახის ყველა წევრს გველზე ნადირობისას თავისი ფუქნცია აქვს: ყველაზე საპასუხისმგებლო მისია აკისრია მამაკაცს, ოჯახის უფროსს - იგი იჭერს გველს, მაგრამ ცოლი და შვილები ეხმარებიან, ბავშვები უგმანავენ გველს ხვრელის შესასვლელს, ხოლო ცოლი აკვირდება, აკონტროლებს, რომ გველი არ გაიქცეს სხვა მხრიდან. ![]() ადრე ირულას ტომელები კლავდნენ ნანადირევ გველს და ყიდიდნენ მის ტყავს, მაგრამ, კობრის დახოცვის ოფიციალური აკრძალვის მერე, ისინი გველს იჭერენ მხოლოდ ძვირფასი შხამის შესაგროვებლად. გველები ამ პროცედურით არ წუხდებიან: ირულას ტომელები დაჭერილ ქვეწარმავალს სვამენ სპეციალურ ჭურჭელში (თიხის დოქის დოქებში), სადაც 7 დღის განმავლობაში რჩებიან. გველი რძის დასალევად იძულებულია, უკბინოს ჭიქაზე გადაკრულ მარლას, ქსოვილს. შხამი ჩადის დოქში. ამ გზით შესაძლებელია 1 გველისაგან რამდენიმე მილიგრამი შხამის მიღება. კობრის შხამს იყენებენ შრატის დასამზადებლად და ტკივილის შესამსუბუქებლად. 2-3 კვირის მერე გველს უშვებენ, აბრუნებენ ბუნებაში. იშვიათ შემთხვევაში ქვეწარმავალს ტოვებენ ტყვეობაში სამუდამოდ, სიკვდილამდე. ირულას ტომის 1 ოჯახს დღეში შეუძლია დაახლოებით 15 კობრას დაჭერა. საინტერესოა, რომ ირულას ტომი არ ენდობა ექიმების მიერ დამზადებულ შრატს. ![]() ![]() 302 1-ს მოსწონს
|