სხვა ამერიკელმა შხამიან გველებს 160-ჯერ აკბენინა - მიზეზი მეტად საპატიოა 2021, 19 აპრილი, 22:30
ვისკონსის შტატის მცხოვრებმა, ამერიკელმა ტიმ ფრიდმა გადაწყვიტა, დამოუკიდებლად გამოეგონებინა გველის შხამის საწინააღდეგო ვაქცინა. ამიტომაც მამაკაცმა საშიშ არსებებს უფლება მისცა, ეკბინათ მისთვის 150-ზე მეტჯერ. ფრიდის სიტყვებით, მას სურს, კაცობრიობას სიკეთე მოუტანოს. ამერიკელს შეჰყავს საკუთარ ორგანიზმში მომაკვდინებელი შხამი, რათა იმუნიტეტი გამოიმუშავოს მის მიმართ. ფრიდი აცხადებს, რომ არ გაჩერდება, სანამ მიზანს არ მიაღწევს, ან არ დაიღუპება შხამისაგან. მოკლედ, "ფარით, ან ფარზე!", - ასე ფიქრობს იგი.
140 1-ს მოსწონს
|