x
image
ლანა92
რატომ გამოდიან გველები მზის სინათლეზე?

image














როგორც ცივსისხლიან არსებებს, გველებს დახმარება სჭირდებათ, რათა საჭირო დიაპაზონზე შეინარჩუნონ ტემპერატურა. მრავალი გველი გამოდის მზის სინათლეზე, რათა სხეულის ტემპერატურა აიმაღლოს. მზე, ასევე, ეხმარება ქვეწარმავლებს, შეინარჩუნონ ვიტამინებისა და მინერალების დონე სხეულში.

გველებს ურჩევნიათ დღის განმავლობაში გადაადგილება, რათა მონაცვლეობით მიუშვირონ გვერდები მზის სითბოს და ჩრდილში გასრიალდნენ, სხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად. ისინი ეყრდნობიან გარემო პირობებს სხეულის ოპტიმალურ ტემპერატურაზე მოსაყვანად. თუ გველის სხეულის ტემპერატურა ძალიან იკლებს, ან იზრდება, ეს ლეტალური (სასიკვდილო) საფრთხეა ქვეწარმავლისათვის, მისი სხეული წყვეტს რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორიცაა საჭმლის მონელება. სხეულის ოპტიმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად გველებს სჭირდებათ სითბო არა აუცილებლად მზის სხივი, თუმცა მზე სითბოს ყველაზე მოსახერხებელი წყაროა.

მზის ულტრაიისფერი სხივები გველების უმრავლესობას დ ვიტამინის წარმოქმნასა და ძვლების გაძლიერებაში (გამაგრებაში) ეხმარება. ყველა გველი როდი გამოდის დღისით მზეზე, რადგან სითბოს საჭიროების ხარისხი დამოკიდებულია სახეობაზე. ზოგი გველი, მაგალითად, სამეფო პითონი ღამით თბება, როცა მზისგან გაცხელებული ქვების თავზე წამოიმართება.

მოშინაურებული გველის ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნება შესაძლებელია გამათბობელი ნათურებით, ან სათბურათი (ეწ. "გრელკა").




0
257
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0