იპოვეს, აღმოაჩინეს... მაგრამ, რა არის ვერ მიხვდნენ – II ნაწილი (15 ფოტო)
საინტერესო აღმოჩენა, შეიძლება ნებისმიერ ადგილზე გველოდეს. ჩვენ მას შეიძლება, ძველი ნივთების გადარჩევისას წავაწყდეთ, როდესაც საცხოვრებლად სხვაგან გადავდივართ. ან თუნდაც, ქალაქში სეირნობის დროს, ისეთი რამე ვნახოთ, რაზეც წარმოდგენაც კი არა გვაქვს. ასეთ ნივთებს და ფაქტებს, ძალიან ხშირად განიხილავენ სოციალურ ქსელებში, რადგან იციან, რომ საინტერესო კითხვაზე პასუხს, ყოველთვის მიიღებენ.
მაშ, ასე, აქ 15 ფოტოს წარმოგიდგენთ, რომელზეც ის ნივთებია ასახული, რომლებსაც მათმა აღმომჩენებმა ვერაფერი გაუგეს:
1. «ეს რაღაცა არ იხსნება, ვინმემ იცის რა არის?»
პასუხი: «ეს იკიბანას საფუძველია, რომელზეც ყვავილები მაგრდება».
2. «ამასთან დაკავშირებით, თუ აქვს ვინმეს იდეა?»
პასუხი: «ეს თერმომეტრის საყრდენი და ჩასადებია».
3. «აგარაკის დალაგებისას აღმოვაჩინე და წარმოდგენა არა მაქვს რა არის»
პასუხი: «ეს მოწყობილობა ძვირფასი ფეხსაცმლისთვის გამოიყენება. მისი განიერი ნაწილი ფეხსაცმლის განიერ ნაწილში იდება, ვიწრო — ქუსლისკენ. ეს ნივთი ფეხსაცმელს ფორმას უნარჩუნებს, ტყავს ნესტისგან იცავს და ცუდ სუნსაც ებრძვის».
4. «ვინმემ იცის, ეს რა არის?»
პასუხი: «ეს ძველი ჩეკის აპარატია».
5. «ძველ ნივთს ჰგავს, მაგრამ სუპერმარკეტში იყიდება»
პასუხი: «ეს სახლის ვიდეორედაქტორია, რომელიც ფირებთან სამუშაოდ გამოიყენება».
6. «მაღაზიაში აღმოვაჩინე, მაგრამ კითხვა მომერიდა. ვინმემ იცის, რა არის?»
პასუხი: «თურქული ყავის საფქვავია».
7. «ძველ ნივთებს შორის ვიპოვე, მაგრამ ვერაფერი გავუგე...»
პასუხი: «ეს მექანიკური ფანქარია».
8. «ვინმემ იცის, რა არის?»
პასუხი: «ძველად, ამ ნივთს შაქრის დიდი ნატეხების დასამტვრევად იყენებდნენ».
9. «ძველმანების ბაზრობაზე აღმოვაჩინე და არც გამყიდველმა იცოდა რა არის...»
პასუხი: «ეს ნემსების ჩასაწყობია, რომელსაც ადრე, ქალბატონები ჩანთით ატარებდნენ, ისე, ყოველი შემთხვევისთვის».
10. «კედელში ხეს რატომ აყოლებენ?»
პასუხი: «წესის მიხედვით, ასეთ ხეზე ყოველთვის რამეს ამაგრებენ. ამ შემთხვევაში კი, ხის ბრიკეტი უფუნქციოდ არის დატოვილი».
11. «ამ მაკრატელს რისთვის იყენებენ?»
პასუხი: «ასეთი მაკრატლით, ადრე, სანთლის ფითილს ასწორებდნენ. ჩვენს დროში, სანთლები თითქმის არ გამოიყენება და აქტუალობა მაკრატელმაც დაკარგა».
12. «უჩვეულო ხელსაწყო, რომლითაც, სავარაუდოდ, დღემდე სარგებლობენ»
პასუხი: «მართალი ბრძანდებით, ამ ნივთით დღემდე სარგებლობენ. მისი მეშვეობით, 1 ზომით პატარა ფეხსაცმლის გწელვა შეიძლება».
13. «უჩვეულო კოლოფი, რომელშიც თითქმის არაფერი ეტევა. ვინმემ იცის რა არის?»
პასუხი: «ეს ლამაზი ნივთი ძველი საფერფლეა, რომლის ტარებაც ჯიბით შეიძლებოდა».
14. «უცნაური საცობელაა, არ მეთანხმებით?»
პასუხი: «ეს საცობელა არ არის. ასე გამოიყურება სპაგეტის ჩანგალი. თუმცა, ძალიან გავრცელებული ნივთი არ არის».
15. «აგარაკზე აღმოვაჩინე, სავარაუდოდ სათამაშოა, თუმცა, დარწმუნებული არა ვარ»
პასუხი: «ეს სათამაშო არა არის. ასეთი კაუჭიანი ნივთები ჭერზე ყვავილის ქოთნის დასაკიდებლად გამოიყენება».