x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იპოვეს, აღმოაჩინეს... მაგრამ, რა არის ვერ მიხვდნენ (15 ფოტო)

სოციალურ ქსემებში უამრავი მოყვარული დეტექტივია, რომელსაც რთულ სიტუაციაში დახმარება შეუძლია და სწორედ ამ მიზნით, Reddit–ის საიტზე, «ეს რა არის?» სახელით, სპეციალური გვერდი შეიქმნა, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, საიტის სხვა მომხმარებლებს, უჩვეულო აღმოჩენების დანიშნულების და სახელის დადგენაში ეხმარებიან.

აქ სწორედ ასეთი აღმოჩენების ერთ ნაწილს გთავაზობთ, რუბრიკიდან – ეს რა არის?


1. პატარა მაკრატელი, რომლის დაჭერა მოუხერხებელია, როგორც ერთი, ისე ორივე ხელითimage


ეს საბავშვო მაკრატელია, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ხოლო, დამატებითი ნახვრეტები იმიტომ აქვს, რომ ბავშვს მის მოხმარებაში უფროსი დაეხმაროს.


2. უჩვეულო ნათება 1964 წელს გადაღებულ ფოტოზე image


ეს გაშვებული რაკეტის კვალია და მას «ბინდის ეფექტი» ჰქვია. ფოტო დაისის დროს არის გადაღებული და ამიტომ, მზე ორთქლს ქვემოდან ანათებს.


3. «ჩაცმული» ავტომობილიimage


ასე ავტომობილს ტესტირებისას ნიღბავენ, რომ ახალი მოდელის სურათები სოციალურ ქსელში მანამდე არ მოხვდეს, ვიდრე მისი ოფიციალური პრეზენტაცია მოეწყობა.


4. ნაგებობა შუა ტყეშიimage


დაბომბვიდ დროს, თავშესაფარია ერთი ადამიანისთვის.



5. ძველ ნივთებს შორის, სკივრში ნაპოვნი ნივთიimage


ამ რაღაცას ფეხსაცმელზე იცვამდნენ, რომ ფეხი ყინულზე არ გაცურებულიყო.


6. ძალიან საეჭვო კომპლექტია! მაგრამ, რაღაცისთვის ხომ გამოიგონეს?image


ეს თოვლის კაცის ნაკრებია.


7. მეწამური ცა კალიფორნიის სამხრეთით. დაახლოებით, 5 წუთის მანძილზე იყო, ხოლო შემდეგ გაიბნაimage


ამგვარი ნათება მარიხუანას კომერციულ მოყვანასთან არის დაკავშირებული.


8. საათი მოხუცებულთა სახლშიimage


ის ნაწოლების გაჩენის პრევენციისთვის არის. პერსონალი მისი გრაფიკით მოქმედებს და ავადმყოფებს 2 საათში ერთხელ აბრუნებს (შავზე –ზურგზე, წითელზე – მარჯვნივ და მწვანეზე –მარცხნივ).


9. მინი ავტო ქალაქის ქუჩებში image


ეს ავტომატური მიტანის სერვისია, შესაძლებელია, შიგნით საკვები იყოს.


10. უცნაური ნიჟარა კელნის (გერმანია) საზოგადოებრივ საპირფარეშოშიimage


ეს Papst-ეა (რომის პაპი, გერმანულად) და მას ჩასაფურთხებლად იყენებენ.


11. ზღვამ პლაჟზე გამორიყა...image


ასე გამოიყურება კალმარის კვერცები.


12. «აკვარელის საღებავი» – ფოტო გადაღებულია ვაშინგტონიდან – ლას–ვეგასში ფრენის დროსimage

ეს ლითიუმის ყველაზე დიდი საბადოა მსოფლიოში.


13. უცნაური საგზაო ნიშანიimage


იკითხება, როგორც «არ დააფრთხოთ ფლამინგოები!». მაგრამ, ბევრი ადამიანი მის იგნორირებას ახდენს, რომ ფრინველების ფოტოგრაფირება ახლო მანძილიდან შეძლოს.


14. ჯაჭვი სახლის მთელს სიმაღლეზეimage


ეს წყალსაწრეტი ჯაჭვია და იგივე ფუნქსიას ასრულებს, რაც მილი.


15. უცნაური კარი რეგენსბურგში (გერმანია)image


საკეტის ასეთი მოწყობილობა, სახლის პატრონს სიბნელეში გასაღების ხვრელის მოძებნაში ეხმარება.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. რატომ იჩხუბეს სტალინმა და ჟუკოვმა ხალიჩების და დივნების გამო

2. ანტიდედამიწა – პლანეტა გლორია

3. შემთხვევები, როდესაც ბუნებამ თავისი ძლიერი და საშიში მხარე გვაჩვენა (20 ფოტო)

4. 10 მეტად უცნაური და მცდარი წარმოდგენა ძველი რომის შესახებ

5. ძილი ტვინს ტოქსინებისგან ასუფთავებს და ალცჰეიმერის დაავადების რისკებს ამცირებს

6. მხოლოდ ერთი ვარჯიში და... წელის ტკივილისგან გათავისუფლდებით

0
985
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
985
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0