სხვა გაიცანით ყველაზე დიდი ქალი და ყველაზე პატარა კაცი მსოფლიოში (1922 წელი, ივლისი) 2021, 10 აპრილი, 14:57 ნელი ბლანში ლეინი (1898-1955) დაიბადა დასავლეთ ვირჯინიაში, ჩარლზ ლეინისა და ლ. ჯენი შოუოლტერის ოჯახში. ნელი სწავლობდა მიურეი-სიტის (იუტის შტატი) საშუალო სკოლაში. ის ყოველთვის მაღალი და მსუქანი იყო, თანატოლებთან შედარებით, რის გამოც ხშირად ამასხარავებდნენ სხვა ბავშვები. ნელი თავის გარეგნობას შეეგუა, მიიღო და შეიყვარა იმის მერე, რაც ჯონ რობინსონის ცირკს შეუერთდა 1918 წელს. იგი ცირკის სცენაზე გამოდიოდა "მხიარული ნელის" სახელწოდებით, საზოგადოებას უჩვენებდა თავის წონას, იგი 292 კილოგრამი იყო. 1923 წელს გოგონა გაემგზავრა ლოს-ანჯელესში, სადაც მან მიიღო მსუქანი ქალის როლი "ცირკის დღეებში" (1923), მუნჯ ფილმში პატარა ბიჭზე, რომელიც სახლიდან გარბის, რათა შეუერთდეს ცირკს.
კლარენს ჩესტერფილდ ჰაუერტონი (1913-1975) ფილმის გადაღების დროს მხოლოდ 9 წლის იყო. ის იყო ამერიკელი ცირკის მსახიობი, რომელიც 25 წლის განმავლობაში გამოდიოდა და მართავდა წარმოდგენებს. სიმაღლით იყო მხოლოდ 71 სანტიმეტრი, რომელიც ცირკის სცენაზე გამოიდოდა მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან 1940-იანი წლების ბოლომდე და აღიარებულ იქნა, როგორც მსოფლიოში ყველაზე პატარა კაცი. ჰაუერტონი, ყველაზე პატარა კაცი იყო წარმატებული და ცნობილი, თეთრ სახლშიც კი იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ახალწვეულთა დაკომპლექტების ცერემონიაში. გადაღებულია მრავალ ფილმში, მათ შორის 1939 წელს ფილმში "ოსტატი ოზის სამეფოში" ("ოზის ოსტატი"). 1949 წელს კლარენს ჰაუერტონი გავიდა პენსიაზე. 113 შეფასება არ არის
|