სხვა 5-მეტრიანი პითონი-ალბინოსი ავსტრალიელი ქალის ოთახში შეძვრა - ნახეთ, რა მოხდა 2021, 9 აპრილი, 22:56 ავსტრალიის ქალაქ ოქსენფორდის მცხოვრები, შტატ კვინსლენდიდან თავისი ოთახის ხალიჩაზე, ფიანდაზზე იშვიათი შეფერილობის, 5-მეტრიან პითონ-ალბინოსს შეეჩეხა. ალბინოსი პითონი სიმაღლეში 5-მეტრამდე, ხოლო წონით დაახლოებით 80 კილოგრამი იყო. ქვეწარმავალს სხეულზე უხვად ჰქონდა ნაწიბურები, იარები და კუდის ბოლო მოგლეჯილი ჰქონდა. შეშინებულმა ქალბატონმა გამოიძახა გველმჭერი ტონი ჰარისონი. ჰარისონი აღნიშნავს, რომ ეს ავსტრალიისათვის იშვიათი გველია. "მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, "ვაუ". აქეთ შემოძვრა უზარმაზარი მუქი ვეფხვისებრი პითონი-ალბინოსი. " გველების დამჭერის თქმით, დიდი პითონი, ალბათ, ტყვეობიდან გამოიქცა, რადგან წინა პატრონი ცუდად მოექცა. გველი დააძინეს და ამ გზით მოკლეს, რადგან გველის ეს სახეობა ამერიკიდანაა და აკრძალულია ავსტრალიის ტერიტორიაზე. 294 შეფასება არ არის
|