საქართველო "ფოლადის" ბესარიონ ჯუღაშვილიც კი ჩავარდნილა დეპრესიაში, არათუ რიგითი მოკვდავნი 2021, 8 აპრილი, 21:47 თვითმხილველების ცნობითб 1941 წლის 29 და 30 ივნისს სტალინი არ გამოჩენილა - იგი დეპრესიაში იმყოფებოდა გერმანიასთან ომის წარუმატებელი დასაწყისის გამო.
მითითებულ დღეებში სტალინი მართლაც არ ჩანდა, რასაც მის დღიურში სტუმრობების აღნიშვნების არარსებობაც ადასტურებს. ამ დროისთვის დასავლეთის ფრონტი ფაქტიურად მოიშალა და ამბობენ რომ სტალინი შეშინდა.
ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ ვისაც წაუკითხავს, ემახსოვრება ფრაგმენტი, როდესაც დათვებზე მონადირეს ეკითხებიან, ეშინია თუ არა სანადიროდ მარტო სიარული. კი, საშიშია, ვიდრე დათვს არ შეხვდები, მერე კი ყველაზე მთავარია დათვი არ გაგექცეს, შიშისთვის დრო აღარ რჩება, პასუხობს მონადირე.
სტალინის დეპრესიაც შიშს კი არა, იმის გაცნობიერებას უკავშირდებოდა, რომ პირადად მისი ომია წაგებული. ომი, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება ემზადებოდა, ჩაითრია ჰიტლერი ისეთ რთულ ინტრიგაში, რომლიდანაც ამ უკანასკნელმა თავი ვეღარ დააღწია... კი, წითელმა არმიამ ომი ბერლინში დაასრულა, მაგრამ ეს ის არ იყო, რასაც სტალინი გეგმავდა.
პირველ დარტყმას ყოველთვის თვითონ აყენებდა მოწინააღმდეგეებს. გამოსვლებში კი მუდმივად იმეორებდა "მშვიდობა, მშვიდობა", არ ითხოვდა სისხლს და სკალპებს. ამხანაგი სტალინი ყველაზე მშვიდობისმოყვარე ჩანდა. ზინოვიევი ლაპარაკობდა სისხლსა და სიკვდილზე; ბუხარინი ამბობდა, რომ დახვრეტებია ახალი ადამიანის გამოყვანის საუკეთესო მეთოდი; ტროცკის ამბები ყველამ იცის... სტალინი კი ყოველთვის მშვიდად, რბილად ლაპარაკობდა, მერე უეცარი დარტყმა და დასრულებულია ყველაფერი.
ამჯერად კი, პირველად ისტორიაში, მას დაასწრეს - პირველად მიაყენეს დარტყმა, რომელმაც მთელი მისი გეგმები ჩაშალა. სწორად ამტკიცებდნენ მარქსი და შემდეგ ლენინი - კომუნიზმი და კაპიტალიზმი ერთად ვერ იარსებებს, ან ერთი იმარჯვებს, ან მეორე. ივნისში სტალინი მიხვდა, რომ წითელი არმია მეორე მსოფლიო ომს ატლანტიკის სანაპიროებზე ვეღარ დაასრულებდა, ბერლინი კი ომისთვის, რომელიც ჰქონდა ჩაფიქრებული, წაგებას ნიშნავდა. 219 5-ს მოსწონს
|