როგორი უებარი მკურნალების იმიჯი გვქონია მედეას შთამომავალ ქართველებს რუსების თვალში! და შედეგი, რომელსაც ფეიკ რეკლამებით ვიღებთ ქართველები
574794422
რუსულ საიტებზე სხვადასხვა ფეიკ რეკლამებია, სადაც ამა თუ იმ მედიკამენტის ყოვლისშემძლეობაზე აკეთებენ აქცენტებს და ეს ყოვლისშემძლე პრეპარატები მუდამ ქართველების სახელით გადის: ჩვენი ინტერნეტსივრცე აფეთქებულა გაახალგაზრდავების მეთოდით. აბა სადა? ვერა ვხედავ...
სოკოვანის ასეთი უებარი საშუალების შესახებ, რომელიც 1 დღეში აქრობს სოკოს, გაგიგიათ ვინმეს?
ქართველმა უროლოგმა პროსტატიტის სამკურნალო საშუალება აღმოაჩინა. და ქართველებმა ამის შესახებ არაფერი ვიცით? და ამ უროლოგმა როდის მოასრო უროლოგიაში დასპეციალისტება, როცა სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლის ჰაბიტუსი აქვს?
ოფთალმოლოგთან მისვლა აღარ დაგჭირდებათ, ქართულმა აფთიაქებმა საოცარი მედიკამენტი გახსნეს. და ყოველი მეორე ქართველი სათვალით დადის.
მოკლედ, ჩვენ მოგვიხდენია რევოლუცია ფარმაციაში, მაგრამ რა ხდება მას შემდეგ, როცა ამ რეკლამას წამოგებულ მომხმარებელს შკვეთით პლაცებო მიუვა ან მისი საბანკო ანგარიშის ნომერი გატყდება?
რა მიზნს ემსახურება მსგავსი ფეიკ რეკლამები გასაგებია?
მაგრამ გაუგებარია, რატომ ქართველი და არა მაგალითად, სომეხი, ან უფრო იქით, ყაზახი, ან ბელორუსი? არის თუ არა ამის მიზეზი ერთდროულად ქართველების მიმართ ზიზღი და ქართველების დიდი ავტორიტეტის ბრალი რისების თვალში? ფაქტია, რომ რუსი ჰაკერები ქართველების იმიჯს მიწასთან ასწორებენ რუსი თანამოქალაქეების თვალში. ვიღაც გახსნის ამას, შეუკვეთავს, საკუთარ მონაცემებს გადაუგზავნის და მალე მისი ანგარიში ტყდება ან კიდევ მიუვა წამალი, რომელიც ღორის ქონია და მხოლოდ სალას მაგივრობას თუ გაწევს, არათუ დაავადებას უმკურნალებს. და გაბრაზებული და სასოწარკვეთილი მომხმარებელი ქართველების მიმართ ცხრასართულიან გინებებს აფქვევს, ილანძღება და ზიზღი კიდევ უფრო უღრმავდება... კი, მზიანი საქართველოს მიმართ არა - ქართველების მიმართ. მზიან საქართველოზე ხომ ოცნებას ვერ წყვეტენ საუკუნეებია!
ზუგდიდელი ექიმის სურათი მოუპარავთ და ლამის მსოფლიო დონის აღმოჩენა მიაწერეს, მისი სახელით კი რაღაც გაუგებარი წარმოშობის მალამოს არეკლამებდნენ გასაყიდად. :)