x
image
ლანა92
ბაილი - ნაკლებად ცნობილი ეგზოტიკური ხილი თუ დამპალი პროდუქტი? !

image















ქვის ვაშლი ერთ-ერთი ცნობილი ეგზოტიკური ხილია. მას სხვანაირად ხის ვაშლს ან ბაილსაც უწოდებენ და საკულტო ნაყოფია ინდო-ბუდისტურ კულტურაში. ხილმა სახელწოდებები "ქვის ვაშლი" და "ხის ვაშლი" მიიღო თავისი კანის გამო. ხილის კანი ძალიან ჰგავს ხეს, ან ქვას და უჩვეულოდ მაგარია. რბილობის ყავისფერი შეფერილობა დამპალი პროდუქტის შთაბეჭდილებას ქმნის. კანისა და რბილობის ასეთმა უცნაურმა, უსიამოვნო შესახედაობამ არ მოგატყუოთ - ქვის ვაშლი ძალიან გემრიელია, მის ნაყოფს აქვს რაღაც საშუალო გემო ქიშმიშსა და ფინიკის (ინდისხურმას) მურაბას შორის. ხილის ნაყოფს მიირთმევენ როგორც ქორფას, ნედლ მდგომარეობაში, ისე გაყინულსაც, თავისებური, მაგრამ ძალიან გემრიელი ნაყინია. ასევე, შეგიძლიათ, ბაილი შეურიოთ სხვა ხილის წვენს და საოცარ გამაგრილებელ სასმელს მიიღებთ.



0
104
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0