საქართველო ელისო კილაძე: მათიკაშვილს დაავიწყდა, ყვარელში მამამისი სკამზე დამდგარი როგორ სვამდა სააკაშვილის სადღეგრძელოს 2021, 6 აპრილი, 21:09 ჟურნალისტი ელისო კილაძე ფბ სოციალური ქსელის გვერდზე "ქართული ოცნების" დეპუტატს სააკაშვილის მმართველობის პერიოდს ახსენებს: ახსენებს:
"დავით მათიკაშვილს დაავიწყდა ყვარელში მამამისი სკამზე დამდგარი როგორ სვამდა სააკაშვილის სადღეგრძელოს . ახლა სხვას მოუწოდებს მიშას გამოეხსენითო
დასწყევლოს ღმერთმა ეს სკლეროზი", წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე დავით მათიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, რომელშიც დეპუტატი სააკაშვილის მიერ შექმნილი "მოჯადოებული წრიდან გამოსულ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, მოლაპარაკების კარს "აღებს":
„გირჩთან და არა მხოლოდ გირჩთან, ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან, ვინც გამოვამიერ შექმნილი მოჯადოებული წრიდან, რეალურად დაინახავს პრობლემების გადაწყვეტის გზებს და შეაფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა, მოლაპარაკების კარი ღიაა. იყო გაკეთებული განცხადებაც, რომ თუკი ამას „ნაციონალური მოძრაობა" გააკეთებს და კიევიდან მიღებული დირექტივების ნაცვლად, თბილისის მოცემულობიდან და რეალობიდან გამოვა და ქვეყნისთვის უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებს, ცხადია, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც" ღიაა მოლაპარაკების კარი. ოღონდ ცხადია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ზეპარტიული ინტერესებით და არავინ უნდა იყოს შებორკილი იმ ცრუ ამბიციებით, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, "- განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 313 5-ს მოსწონს |
მკითხველი და მნახველი თავად გამოიტანს დასკვნას.
აქ კი აპრიორი, მტკიცებულებით ფორმაში გვთავაზობენ იმას რაც რეალური არაა ხშირ შემთხვევაში.
ოპოზიცია-პოზიცია ერთია როცა საქმე ჟურნალისტიკას ეხება, ხშირ შემთხვევაში მიკერძოებული.
სწორედ ამაშია ჩვენი პრობლემა, უდანაშაულობის პრეზუმციის სრული იგნორი და ლაფის სროლა ადამიანებზე რომლებიც ამას არ იმსახურებენ (ამ შემთხვევაში გვარამია-კილაძის მიერ ვიცე-პოლკოვნიკ ხვიბლიანისათვის მძიმე ბრალდების წაყენებას ვგულისხმობ).