სხვა ინგლისელმა ფერმერმა 800 ცხვარი ნარინჯისფრად შეღება - მიზეზი მეტად საინტერესოა 2021, 2 აპრილი, 22:37 სასოწარკვეთილმა ფერმერმა დიდი ბრიტანეთში თავისი 800 ცხვარი ღია ნარინჯისფრად შეღება, რათა დაიცვას ისინი ქურდებისაგან. ინფორმაციას ამის შესახებ 2016 წელს ცნობილი ინგლისური გამოცემა "დეილი სტარ" ავრცელებდა. როგორც ცნობილი ხდება, 4 წლის განმავლობაში პიპა სიმპსონს 300 ცხვარი მოჰპარეს. დამნაშავეების წინააღმდეგ არავითარმა ზომამ არ გაჭრა. ამიტომ მან გადაწყვიტა, მოენახა სხვა გამოსავალი, ისე, რომ მისი ცხვრები სხვების ცხვრების მსგავსი არ ყოფილიყო. სიმპსონის სიტყვებით, თუ მყიდველი ნახავს, რომ მას სთავაზობენ უჩვეულო ფერის ცხვრებს, ის დაეჭვდება და იფიქრებს, რომ ცხოველი მოპარულია და აღარ იყიდის. ასეთ შემთხვევაში ნარინჯისფერი ცხვრების მოპარვა აღარ იქნება სახეირო ქურდებისათვის. საღებავი არ შეიცავს ცხვრებისათვის საშიშ ქიმიკატებს და მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. პოლიცია აღიარებს, რომ ცხვრების ქურდობა ნამდვილად დიდი პრობლემაა ფერმერებისათვის. მისგან ფინანსური ზარალი ყოველწლიურად შეადგენს 4 მილიონ ფუნტ სტერლინგს. 111 შეფასება არ არის
|