სხვა უკვე შექმნილია მალამო, რომელიც გველის შხამს ანეიტრალებს 2021, 2 აპრილი, 22:09 აზოტის მონოქსიდისაგან შექმნილი ახალი მალამო რამდენადმე აფერხებს გველის შხამის ადამიანის სხეულში გავრცელებას, რაც დროის მოგების საშუალებას იძლევა, სანამ დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენას მოახერხებთ. ცნობილია, რომ ყოველწლიურად გველის ნაკბენისაგან დაახლოებით 100 000 ადამიანი იღუპება, ხოლო 40 000 შემთხვევა გველის შხამთან შეჩეხებისა მთავრდება კიდურის ამპუტაციით (მოკვეთით). გველის შხამის საწინააღმდეგო მალამო შექმნეს ავსტრალიელმა მედიკოსებმა, ნიუკასლის უნივერსიტეტიდან, რაც შეამცირებს ამ სავალალო სტატისტიკას. მას შეუძლია, გაანეიტრალოდ მთელი რიგი გველის სახეობების შხამის განეიტრალება, მათ შორის ავსტრალიური ცრუკობრის, ფსევდონაიასი. სასწაული-მალამოს აქტიური ინგრედიენტია აზოტის მონოქსიდი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვნად შეაფერხოს გველის ნაკბენი ადგილიდან ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებში შხამის გავრცელება. ეს დაზარალებულს დროს მოაგებინებს, სანამ შრატის გაკეთებამდე მიაღწევს. მალამოში აზოტის წყაროა გლიცერილ ტრინიტრატი, უფრო მეტად ცნობილი, როგორც ნიტროგლიცერინი. 111 შეფასება არ არის
|