x
image
თუთიკო ბერძენა
როგორ გამოეხმაურა აფხაზეთი პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტს საქართველოში


image
რუსი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი, სადაც ის 87 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. საქართველო ვერ მიიღებს ისეთ სტუმარს, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის და ეს გასაგებია. მაგრამ ამ ფაქტს გამოეხმაურნენ თვითონ აფხაზეთშიც,

აფხაზეთის ტურიზმის სამინისტრომ ვლადიმერ პოზნერი მიიწვია "აფხაზეთის რესპუბლიკაში" თბილისში მომხდარი სკანდალის შემდეგ, მოწვევა გააჟღერა დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ხიშბამ.

მან გაკვირვება გამოხატა ქართველების საქციელის გამო, რომელიც მისივე მოსაზრებით, ეწინააღმდეგება კავკასიულ ტრადიციებს სტუმრისა და უფროსი ადამიანის მიმართ.

"ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პოზნერი მთელი ეპოქაა. მას სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის საკუთრება და მსოფლიო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი პატრიარქი. უხუცესებისადმი ტრადიციები განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩევა კავკასიაში", - განაცხადა თეიმურაზ ხიშბამ.


მან პოზნერს დაბადების დღე მიულოცა.

”ტყუილად არ უწოდებენ ჩვენს რესპუბლიკას სულიერების მიწას”, - დასძინა ხიშბამ.
აფხაზი კოლეგების სახელით, ვლადიმირ პოზნერს დაბადების დღე მიულოცა ასევე აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირმა.

”ჩვენ, თქვენი კოლეგები, გიწვევთ თქვენ და თქვენს მეგობრებს აფხაზეთში! დარწმუნებული ვართ, რომ არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ ქვეყნის მოქალაქეებიც მოხარული იქნებიან თქვენი ვიზიტით აფხაზეთში".



რაც შეეხება პოზნერის მიერ კომენდანტის საათის დარღვევას, რა თქმა უნდა, ამაზე აქცენტი არ გაკეთდებოდა აფხაზეთის ხელისუფლებისა და მისი მარიონეტი სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ფბ პოსტს, სადაც ის ოპოზიციას ვაჟა-ფშაველას " სტუმარმასპინძელს" ახსენებს, ჯოყოლა“ ნადირობისას ზვიადაურთან შეხვედრისას, არ იცოდა, რომ ის მოსისხლე მტერი იყო, თორემ შინ არ მიიწვევდა, რადგან უპირველეს ყოვლისა, მისი ჰუმანურობიდან გამომდინარე, ზვიადაურის სიცოცხლეს გაუფრთხილდებოდა და საფრთხეში არ ჩააგდებდა მას. ასე რომ, ამ ფაქტის ვაჟას სიუჟეტთან შედარება არც ისე მახვილგონივრული უნდა იყოს.

18
247
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
247
  
2021, 3 აპრილი, 18:22
ბევრი მოწონება კომენტარს...
2021, 3 აპრილი, 17:55
სხვათაშორის,იმ პერიოდში ვიძახდი,რომ ძეგლის წაბილწვა არ შეიძლებათქო და სკოლაში კამათი მქონდა ამ ამბავზე. მთავარია,რომ სტალისნ ადამიანი საკუთარ თავში მოერიოს,თორე სტალინის ძეგლი გორში ან თბილისში ვერფერს უზავს. არის კიდევ ერთი საკითხი,რაც არ უნდა ვიყვიროთ და ძეგლები ვანგრიოთ,სტალინი ამ ქვეყნის ისტორიის ნაწილია,როგორც ავგიორგი და ეს არ შეიცვლება. პირიქით,მომავალმა თაობებმა უნდა იცოდეს ამის შესახებ და უნდა არჩევდნენ,ვის უნდა მიბაძონ. სტალინიც ჩაქუჩით დასდევდა არასასურველ პიროვნებებს,თუნდაც ქართული ლიტერატურა იროდიონ ევრდოშვილით იწყებოდა:)
პატრიოტობა სხვა რამეა და ფანატიზმი სხვა,ეს უკანასკნელი ხშირად ეშლებათ ნამდვილ პატრიოტიზმში. პატრიოტობა მარტო არც იარაღის სროლაა და არც დროშის ფრიალი რუსთაველზე. პატრიოტიზმი ყოველდღიურობაა,ჩვენი ყოველდღიური საქმე აჩვენებს ვართ თუ არა პატრიოტები. სადაც არ უნდა იყოს ადამიანი,რასაც არ უნდა აკეთებდეს,ძილშიდაც კი ქვეყნაზე და საკუთარ ხალხზე უნდა ფიქრობდეს. სანამ ნაბიჯს გადადგავს და რამეს გააკეთებს,ის უნდა ითვალისწინებდეს რას მოუტანს ეს ქვეყანას. ეს არის პატრიოტობა,თორე დროშის ქნევას რა უნდა რუსთაველზე,თან 2000 პოლიციელი თუ მიცავს :)
2021, 3 აპრილი, 11:56
ხატმებრძოლობა თანამედროვე საქართველოში ძეგლთან ბრძოლამ ჩაანაცვლა.
მე არა ვარ სტალინის ფანი, მაგრამ მისი ძეგლისთვის საღებავის შესხმა ნაცარქექიობად მიმაჩნია.
მამაცხონებულო მსოფლიოს აინტერესებს ამ კაცის ფენომენი, დატოვე გორში ძეგლი, დატოვე ღია მუზუმიც და ათასობით ტურისტი ნახავს და ბიუჯეტში ფული შევა.
მელქისედეკზეც კარგად აღნიშნეთ, სულ ვიღაცის გავლენის ქვეშ იყვნენ და არიან, მეფე გიორგიმ ქართული არქიტექტურა არჩია ნაწარმოებში ბიზანტიურს. კონსტანტინემ ამით მიგვითითა ქართული გერჩივნოთ უცხოურიდან გადმოტანილსო და მართალიც იყო.
აფხაზეთიდან ვარ, არ ვიყავი ომის დროს იმ ასაკის მონაწილეობა მიმეღო. 2008 წლის ომის მონაწილე ვარ და რუსეთი ჩემთვის ოკუპანტია, მაგრამ ის რაც მოხდა თბილისში ჩემთვის მიუღებელი და ამაზრზენია, ჩვენ სხვა კულტურის და ტრადიციების ერად გვთვლიან ჯერ კიდევ მთელ კავკასიაში და არა მარტო კავკასიაში ახლა კი თავს ვირცხვენთ 87 წლის ბერიკაცის დევნით.
საზღვარს მესაზღვრე უნდა აკონტროლებდეს, კერძო საკუთრებას კი კანონი უნდა იცავდეს.
კვერცხის სროლით გაკეთებული საქმე ჯერ არავის უნახავს. არც იმათი მწამს კისერზე განასკვული, საჯდომზე გადაფენილი ეროვნული დროშით, რომ გარბი-გამორბის რუსთაველზე.
პატრიოტიზმი მე ცოტა სხვანაირად მესმის და ეს ქარაქუცების ყიჟინა ჩემთვის მიუღებელია.
სრული სიმართლეა.
ბურჯანაძე არ იყო პუტინს რო ეხუტებოდა და ეხლა ისე იქცევა,რომ მაგაზე პატრიოტი არავინ არის:) ამ მოვლენებზე ნორმალური პოზიცია იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს ქონდათ მარტო,დანარჩენები ათას სიგიჟეს ამბობენ ოპოზიციაც და პოზიციაც. ამიტომაც არის საშიში მსგავსი ფაქტები. გადაწყვეტილებას ისეთი ხალხი იღებს,რომ ღმერთმა არ ქნას რამე მოხდეს,თორე მართლა დავკარგავთ ყველაფერს.
ამ ქვეყანაში ქალის უფლებები დაცული იყო მანამ,სამამ ამერიკელებმა დაიწყეს ამაზე ფიქრი,პირველი პარლამენტის მსგავსი გვქონდა თამარის დროს,მაგრამ მაინც ინგლისელებს ატენიან,ჩვენ რო დამწერლობა გვქონდა ტილით იკვებოებოდა დღეს წარმოდგენილი ხალხის უმეტესობა,რუსები ისევ ტომებად ცხოვრობდნენ ჩვენ რო კანონები გვქონდა,სხვადაასხვა ნაწარმოებს ვწერდით. ამ ქვეყანას ბრძოლის დროს არ შეეფერება არც კვერცხები და არც 87 წლის მოხუცის გაპარტახება,ძეგლებზე არაფერს ვამბობ.
რაც შეეხება გიორგი I და კონკრეტულ ნაწარმოებს,მე სხვანაირად მესმის კონსტანტინეს მიზანი,რატომაც დაწერა დიდოსტატის მარჯვენა. მელქისედეკი რო გაგდებდა ხოლმე კალამახს ყბაში და ვის ემსახურებოდა ეს ინსტიტუტი. რამდენი მელქისედეკია დღევანდელობაში,როგორც პირდაპირი გაგებით და ირიბათაც. გულზე ხელი დაიდეთ და მიპასუხეთ,რამდენი პოლიტიკოსი იცით,ვისზეც იტყვი,რომ გიორგი I უკანასკნელი სიტყვები შეესაბამება. ვინც გამახსენდა ცოცხლები არ არიან. რატომ არ არიან ცოცხლები?! იმიტომ ჩრდილოეთში გადაწყვიტეს,რომ ვერ მართავდნენ და მოიშორეს. ვისი ხელით?! თავისი მოქალაქეების და თანამებრძოლების. იგივეა დღესაც და იგივეა ეს მოვლენები. ჩვენივე ხელით ვანგრევთ მომავალს და მერე პუტინს ვაბრალებთ. ამ დღეში რო ვართ ჩვენი ბრალია და არა პუტინის. ადრე გითხარით,თავისუფლების ნაკლებობააა ქვეყანაში და იცით რატომ?! პასუხისმგებლობის ნაკლებობააა. რატო დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო?! ერთმანეთს ხოცვა დავიწყეთ და დავანგრიეთ ყველაფერი,მერე თავი არ გვქონდა რამე გაგვეკეთებინა. რატომ მოხდა 2008 წლის ომი?! იმიტომ რო არასწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ჯერ კიდევ 2006 წელს,რა დროსაც წამგებიანი ხელშეკრულება იქნა დადებული. რადენი ადამიანისგან მოისმინეთ,რომ პასუხისმგებლობა აეღოთ თავის თავზე? ის პოლიტიკოსები დღეს ჩემს პოზიციაზე მყოფთ გვეუბნებიან რო ამ ქვეყნის მტრები ვართ. გვინდა თუ არა,რუსეთი არის ზესახელმწიფო,უდიდესი შეიარაღებით,დაბალი დემოკრატიის ხარისხით. ეს ქვეყანა არის გაეროს მუდმივი საბჭს წევრი და აქვს ვეტოს უფლება. ჩვენ ვართ ღატაკი ქვეყანა,საზიზღარი შეიარაღებით,პოლიტიკური,ეკონომიკური და სოციალური კრიზისით. 1289 წელს მეფე დიმიტრის თავი გაგდებინეს მონღოლებმა,მანამდეც დაგულაობდნენ საქართველოში. რა გგონიათ,იმ დროს პატრიოტები არ იყვნენ? ითმინეს,ითმინეს და ხესაყრელ დროს დაარტყეს. წარმოიდგინეთ,ხოშტარიები და მაქარაშვილები იმ დროს,გაგვაქრობდნენ რუკიდან მაშინვე. აღმაშენებელმა 33 წლის მერე დაიბრუნა თბილისი. რაც მთავარია,არაბები კი არ დახოცა,შეღავათები დაუწესა. ამერიკის ისტორიას თავი უნდა გაანებონ ამ ხალხმა და საკუთარი წაიკითხოს.
არ უნდა აიტანო და არც ეგ ხალხი უნდა გულაობდნენ. არსებობს გზები,რომლითაც მათი აქ შემოსვლა შეგვიძლია შევზღუდოთ,რაც ქვემოთ დავწერე. თუ ვიღაცას ეკრძალება საზღვრის კვეთა,მაშინ მას მესაზღვრე არ გაატარებს. ივანიშვილმა კი არა,რომის პაპმა რო გადმოურეკოს მაინც,მით უფრო რუსეთის მოქალაქეს. საქმეც ამაშია,რომ დღემდე არ არის სიაში ეს ხალხი,არც წინა ხელისუფლების დროს იყო. აი,რა უნდა მოვითხოვოთ და რას ვითხოვთ. ბავშვის პატრიოტად ვერ აღზრდი,შეიძლება ფანატიკოსი გამოვიდეს,მაგრამ პატრიოტი ასე მარტივი არაა. სწორედაც ფანატიკოსები არ სჭირდება ამ ქვეყანას. იმ საპროტესტო აქციაზე არცერთი არ იყო პატრიოტული გრძნობით მისული და ეს მათ ქმედებაში გამოჩნდა. თუ მე მსურს ამ ქვეყნის გადარჩენა,დეოკუპაცია და ამის გამო ვაპროტესტებ ვიღაცის ვიზიტს,ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვარღვევ საკუთრების უფლება,არ ვიქცევი ვანდალივით და ჩემს მტერს არ ვაძლევ საშუალებას რო თქვას,ნახეთ ეს ბოგანოები,ძეგლებსაც კი ებრძვიანო.
2021, 2 აპრილი, 23:31
მე არ შეწმიძლია ავიტანო არც პოზნერი, არც მიხალკოვი და არც გავრილოვი საქართველოში... მაშინ რაღაც მივახოცეთ ეს ამდენი ქართველი ბიჭი ომებს? იცით, რა? თუ მერე პოზნერები, გავრილოვები და მიხალკოვები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და იგულაონ ლამაზად, ჩემს შვილებს არანაირი პატრიოტული გრძნობით აღარ გავზრდი და ომშიც აღარ გავუშვებ! ჩემი შვილები შძევაკლა რომელიმე ერს და მერე იმ ერის ხალხმა საქართველოში იცურამპამპონ დაბდღეების ფართებით, არა, ბატონო! პოლიტიკოსები და მათი შვილები წაბრძანდნენ ომებში და დაიხოცონ თუ უნდათ! ჩვენ - პას!
2021, 2 აპრილი, 23:26
პოლიტიკაც რომ არა, კომენდანტის საათისას მათი პრივილეგირებულობა ჩემთვის იყო ამაზრზენი... გიორგი პირველის აღსარება გამახსენდა პიპასთან, როცა ამბობს, რომ უცხოს უფრო მეტ პატივს ვცემთ, ვიდრე საკუთარს
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10