x
image
ლანა92
გოჯი, ანუ დერეზა – ჩინურ კოწახურს (ლიციუმ ბარბარუმ) უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს

image












ბოტანიკოსებისათვის გოჯი ცნობილია, როგორც ჩვეულებრივი დერეზა, ან ბერბერების დერეზა (ლუციუმ ბარბარუმ), ხოლო ხალხში - როგორც მგლის კენკრა. ჩინურად ამ მცენარეს ეძახიან "ნინსია გოუც"-ს, რაც ნიშნავს "ნინქსიის დერეზას" (ნინქსია - რეგიონი ჩინეთში). ზოგჯერ გვხვდება სახელი "გოჯი", ჩინური კოწახური.









image










მგლის კენკრა კრებითი, ხალხური სახელია, რომელიც აერთიანებს მცენარეთა რიგს. სახელწოდების ზუსტი წარმოშობა უცნობია. უნდა ვიფიქროთ, რომ "ლიციუმ" უკავშირდება მგლის ბერძნულ სახელს "ლიქოზს".

ჩვეულებრივი დერეზა შედის "მგლის კენკრის" სიაში, თუმცა ის არაა შხამიანი. ესაა გავრცელებული ბუჩქი, რომელიც იზრდება 3 მეტრამდე სიმაღლეში, ხარობს ჰიმალაის მთებში. გვხვდება გოჯის არაერთი სახესხვაობა. გოჯის ტოტები დაფარულია წვრილი ეკლებით.

გოჯის მწიფე ნაყოფი წვნიანი წითელი კენკრაა, მოგრძო ფორმის, მოტკბო-მომწარო და ზოგჯერ მჟავე გემოთი. იგი შედის ოჯახში, რომელსაც, ასევე, განეკუთვნება: ბადრიჯანი, კარტოფილი და პომიდორი.











image









დერეზას ნაყოფი მოულოდნელად მოდური გახდა და დღეისათვის მცენარე ფართოდ გამოიყენება ჩინურ ხალხურ მედიცინაში, როგორც მატონიზირებელი საშუალება.

გოჯის კენკრას აქვს ვიტამინებისა და მინერალების უნიკალური შემადგენლობა, შეიცავს 21 მინერალს (მაგალითად, რკინას, თუთიას, იოდს) და 18 ამინომჟავას, ბ1, ბ2, ც ვიტამინებს.

ჩინური კოწახურის ჩაის დაყენებით, ან კერძში მისი დამატებით ამ მცენარის ნაყოფი ეხმარება ადამიანებს არაერთ დაავადებასთან ბრძოლაში, როგორიცაა ზურგის ტკივილი, ანემია (სისხლნაკლებობა), მხედველობის დაქვეითება, შაქრიანი დიაბეტი. ამავე თვისებებისაა სხვა კენკროვანი მცენარეებიც: მაყვალი, მოცვი, მოცხარი და ა.შ.

დღეისათვის ძალიან პოპულარული და ფართოდ რეკლამირებულია სასწაული სასმელი, რომელიც დამზადებულია დერეზას ორი სახეობისაგან: ლუციუმ ჩაინენსისა და ლუციუმ ბარბარუმისაგან. იაპონიასა და ჩინეთში გამოდის სასმელი "გოჯი" და მიიჩნევა პროდუქტად, რომელიც კიბოს დაავადებისათვის უებარი წამალი, პანაცეაა, ან წონის სწრაფად დაკლების საშუალებაა. აშშ-სა და კანადაში ჩატარებული კლინიკური კვლევებით არ დასტურდება ეს სამკურნალო თვისებები.

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0