საქართველო რას გეგმავს გიორგი გახარია ზუგდიდში? 2021, 30 მარტი, 23:02 საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 31 მარტს ზუგდიდში ჩასვლას გეგმავს, რათა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძეგლი ყვავილებით შეამკოს. ეს ინფორმაცია სხვადასხვა საიტებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება. გახსოვთ, ალბათ, 22 მარტს, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა რომ განაცხადა: „რაც შეეხება მომავალს, სხვადასხვა ჭორი დადიოდა, მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის რისი თქმაც მინდოდა და მალე შევხვდებით.“ მისი ზუგდიდში ჩასვლა, სავარაუდოდ, სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება. ყოფილი პრემიერი სამეგრელოში ხალხის განწყობებს შისწავლის. როგორც ზუგდიდელები აცხადებენ, ძმები ფარულავები გახარიას ნავში გადაჯდომად მზად არიან და ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან. სამეგრელოში გახარიას მიმართ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანი არ არის. განსაკუთრებით ნეგატიური ფსმოკიფრბულრბა გამოიწვია ინფორმაციამ გია ყარყარაშვილის გახარიასთან ყოფნის შესახებ. ასევე, არა მხოლოდ სამეგრელოში, საკმაოდ ნეგატიური განწყობაა ნათია მეზვრიშვილის მიმართ. ქალბატონი ნათია მედიკო მეზვრიშვილის ძმისშვილია და გახარიას მარჯვენა ხელი. ცუდი დამოკიდებულებაა გახარიას პროტეჟეების - ირაკლი ჩიქოვანისა და ყოფილი გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას მიმართაც. ყველამ კარგად იცის, რა ტერორით ჩატარდა სამეგრელოში 31 ოქტომბერს არჩევნები და ყველაფერ ამის უკან სწორედ გახარია იდგა.
438 8-ს მოსწონს |
გვიყვარს ქართველებს მაღალფარდოვანი დაპირებების მოსმენა და მერე მოლოდინში წლები გადის.
აი ამიტომ არ მიყვარს პოლიტიკა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილიც.
ერთ ცნობილ გვამს ვიცნობ კარგად, სანამ პარლამენტში შეტენიდნენ სამხედრო კარდალით ადუღბდა ჩაის, ახლა კი 3 სართულიანი სასახლე უდგას და ამ ხელისუფლებას აგინებს.
უმადურობა არაკაცობაა, თუ კაცი იყო დაეტოვებინა პარლამენტი პროტესტის ნიშნად, მაგრამ ამას ირსების ქონა ჭირდება.
ეს ჩემი ნაცნობი კი გამსახურდიას ხელისუფლებიდან მოყოლებული გადარბენებშია.
ეს გვღუპავს ჩვენ...
მე ადრეც დავწერე და ახლაც დავწერ: აუცილებელია დამოუკიდებელმა კომისიამ შეისწავლოს და შეაფასოს გამსახურდიას დამხობის ფაქტი და დაიდოს სრულფასოვანი შეფასება, შემდეგ კი მოხდეს ეროვნული შერიგება. სხვანაირად გადავშენდებით.
მესმის ძნელია შეურიგდე იმას ვინც გაგამწარა, მაგრამ სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავალი მოითხოვს ამას.
ნუ გაყალბება ყველგან ხდება, მთავარია ტოტალური სახე არ ჰქონდეს, თორემ ვიღაცა მუდამ გაყიდის ხმას ხან კარტოფილზე და ხან ფულზე.
სუსტი ნებისყოფის ადამიანს რა დალევს!!!
2.წარმოიდგინეთ,რა საცოდავ დღეშია ქვეყანა რო ის პოლიტიკოსი მაღალი რეიტინგით სარგებლობს,ვინც შსს ხელმძღვანელობდა და ხალხი დაარბიეს,თვალები დასთხარეს. გამოვიდა და თქვა,რომ ბრძანება მე არ გამიციაო,რაც ტყუილი მგონია. ვის შეუძლია,ბრძანება გასცეს ახალგაზრდების დარბევაზე კიდევ? პრემიერი ბახტაძე გაოგნებული იყო ამ ამბით და ეგ გამორიცხულია. დავუშვათ,რომ არ გაუცია ბრძანება გახარიას,მაშინ რატომ დარჩა იმ გუნდში? იმ აბმბების შემდეგ დააწინაურეს ჯიგარი. ზოგადად,საქართველოს პრობლემა ეგ არის,ხელისუფლებაში გახარია ბუა და ოპოზიციაში გადამრჩენელი. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაექვას და ერთ დრესაც გვეშველება.
1. გია ყარყარაშვილმა ბოდიში მოიხადა კაცურად ზუგდიდელების წინაშე. სხვათაშორის ზუგდიდში სახელმწიფო საბჭოს დანაყოფებიდან ყველაზე ღირსეულად "თეთრი არწივი" იქცეოდა, არ მოროდიორობდნენ და ქუჩაში ხალხს არ ხოცავდნენ.
2. გახარიას ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსზე მაღალი რეიტინგი აქვს სამეგრელოს რეგიონში, რადგან უშუალო
და უბრალო ადამიანია ურთიერთობაში.
3. სამეგრელოში არანაირი ტერორი არ ყოფილა არჩევნებზე, ესაა გვარამიას "ჭორ-ბიუროს" დემაგოგია.
დამიჯერეთ თუ გახარიამ პარტია შექმნა სერიოზულ ძალად იქცევა მალევე. დღეს ზუგდიდის მერის მოადგილე გადადგა, აუცილებლად ვიხილავთ გახარიასთან, სხვა ქალაქებშიც იგივე ხდება რეგიონში.
ბევრს უნდოდა გახარიასთვის ჩამოეკიდა გავრილოვის მოვლენები-გაირკვა არ გაუცია ბრძანება.
ასევე ნამახვანჰესის ხელშეკრულების ჩამოკიდება სცადეს-აღმოჩნდა პრემიერ ბახტაძეს მოუწერია.
ასე, რომ გახარია უსერიოზულეს გუნდს შეკრებს თუ პარტია შექმნა...