საზოგადოებრივი სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები 2021, 30 მარტი, 22:11 ევრაზიულ სტეპში სკვითური ერა მოიცავს ძვ.წ. 700 - ძვ.წ. 200 წლებს. სკვითები აქამდე მიიჩნეოდნენ მხოლოდ მესაქონლე, მეომარ და მომთაბარე ტომებად, რომლებიც მობილურ ცხოვრებას ეწეოდნენ გამუდმებით, ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ სეზონურად და უდიდეს ტერიტორიებზე ცხენებით გადაადგილდებოდნენ. ეს არ იყო ამ ხალხის თვითწოდება, ასე არ ეძახდნენ თავს და არც ერთიანი თვითაღქმა ჰქონდათ, როგორც ერთ ხალხს. ანტიკურ სამყაროში სკვითებად იწოდებოდნენ ის ხალხები და ტომთა ის დიდი რაოდენობა, რომლებიც განსახლებულნი იყვნენ სამხრეთ და ცენტრალური უკრაინის ტერიტორიიდან მოყოლებული, მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში, სამხრეთ რუსეთსა და შუა აზიაში. ასე რომ სახელწოდება "სკვითი და სკვითები" აერთიანებდა არა ერთ ან ორ ხალხს, არამედ მრავალ ათეულობით სხვადასხვა ტომს. მათი დიდი ნაწილი იყო ინდო-ევროპული, კერძოდ ირანიდული ხალხები და ამიტომ სკვითებიც საერთო ჯამში მიჩნეულია ინდო-ევროპული, ირანიდული ტომების ერთობლიობად, მაგრამ სინამდვილეში ამ საერთო სახელწოდებაში ანტიკურ სამყაროში მოიხსენიებდნენ მრავალ კავკასიურ ტომსაც, რომლებიც არ იყვნენ ინდო-ევროპელები და მით უმეტეს არც ირანიდები. მაგალითად საინტერესოა, რომ ლეჩხუმს ანტიკურ ხანაში ერქვა "სკვიმნია". სკვითინები კი ერქვა დიდ კოლხურ, ლაზურ ტომს. ასევე აღსანიშნავია, რომ ძალიან ჰგავს ერთმანეთს სკვითური და კოლხური, შემდგომ კი ლაზიკას სამეფოს ნაკეთობები და არქეოლოგიური მასალა, თითქმის სრულად იდენტურია. აღსანიშნავია, რომ ბერძნები ლაზებს ინდო-სკვითებად მოიხსენიებდნენ. მაგალითად ბერძენი მწერლის, ლიკოფრონ ქალკიდიკელის (ძ.წ. მე-4-მე-3 საუკუნეების) პოემის "ალექსანდრას" კომენტირებისას იოანე ცეცე (ახ.წ. 1110-1180 წწ.) გადმოგვცემს: "კოლხები ინდო-სკვითები არიან, მათ ლაზებიც ეწოდებათ". შკვითი მეგრულ ენაზე ნიშნავს შვიდს. შესაძლოა სხვადასხვა ტომთა ერთობის გამო ეძახდნენ კოლხები ჩრდილოეთის ხალხებს შვიდ ტომთა ერთობას ანუ შკვითებს და შემდგომში ანტიკურ სამყაროშიც ასე დამკვიდრდა მათი სახელწოდება. ლინგვისტ ოსვალდ სზემერენილის აზრით კი სახელი სკვითი წარმოდგება პროტო-ინდოევროპული სიტყვიდან "კევდ", რაც ნიშნავს სროლას. ეს ვერსია რატომღაც მეტად სანდოდ მიიჩნევა. აქამდე არასწორად იყო მიჩნეული, რომ სკვითები მხოლოდ მეომარი მომთაბარე ტომები იყვნენ და არ ეწეოდნენ მიწაზე დაფუძნებულ ცხოვრებას და მიწათმოქმედებას, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. დოქტორ ალისია ვენტრესკა მილერის (Dr. Alecia Ventresca Miller) მკვლევართა გუნდმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან დაამტკიცა, რომ სკვითებში შემავალი მრავალი ტომი უმეტესად სამხრეთ უკრაინაში, დასავლეთ კავკასიაში და კიდევ მრავალ ადგილას, ეწეოდა სამიწათმოქმედო კულტურას, ჰქონდა თავისი სოფლები და დაბები, სადაც ფუძნდებოდნენ და ცხოვრობდნენ მრავალი თაობის განმავლობაში. სკვითების მრავალი ტომი თავს ანებებდა ხოლმე მომთაბარე ცხოვრებას. აქვე წარმოგიდგენთ მხატვარ ევგენი კრაის ნახატებს, რომლებიც აღწერენ სკვითებად წოდებულ, სხვადასხვა ტომს ციმბირიდან უკრაინამდე: 1) დაჭრილი სკვითი მეომარი. ძვ.წ. მე-4 საუკუნე. შავი ზღვის ჩრდილოეთი. 2) სკვითი მეფე ძვ.წ. მე-7 საუკუნეში. ალდი-ბელის კულტურიდან. სამხრეთ ციმბირი. ტუვას რესპუბლიკა. 3) სკვითი მეომარი. ყორღანი არჟან 2. ტუვას რესპუბლიკა რუსეთში. ძვ.წ. მე-7 საუკუნე. 4) მოხუცი, დაწინაურებული სკვითი, პაზირიკის კულტურა. ალტაი. ძვ.წ. მე-6 - ძვ.წ. მე-5 საუკუნეები. 5) სკვითი ამაზონი - ქალი მეომარი. ძვ.წ. მე-4 საუკუნე. 6) სკვითი პაზირიკის კულტურიდან. ძვ.წ. მე-5 - ძვ.წ. მე-4 საუკუნე. ალტაი. 7) სკვითი მეომარი. სამხრეთ ციმბირი. ძვ.წ. მე-7 - ძვ.წ. მე-6 საუკუნეები. ნახატიდაფუძნებულია გილიოვო 10, კიჩიგინო 1-ის და ალტაიში ჩატარებულ სხვა გათხრებზე. ჩელიაბინსკის რაიონი, რუსეთი. 8) სკვითი მამაკაცი. ციმბირი. კამენსკის კულტურა. ძვ.წ. მე-5 საუკუნე. 9) სკვითი მეომარი ძვ.წ. მე-6 საუკუნეში. ალტაის მთები ყაზახეთში. 10) სკვითები. ძვ.წ. მე-4 საუკუნე. ჩრდილოეთ კავკასია. 11) სკვითი მეომარი ქალი. პაზირიკის კულტურა. ძვ.წ. მე-4 საუკუნე. 12) სკვითი მეომარი. პაზირიკის კულტურა. ალტაი. ძვ.წ. მე-4 საუკუნე. 13) სკვითები. ჩრდილოეთ კავკასია. ძვ.წ. მე-5 - ძვ.წ. მე-4 საუკუნეები. 14) სკვითი მეომარი. ჩრდილოეთ კავკასია. კელერმესკოიეს ყორღანი ადიღეაში. ძვ.წ. მე-7 საუკუნე. 15) სკვითი მეომარი. უკრაინა. ძვ.წ. მე-3 საუკუნე. 16) სკვითი. ციმბირი, ალტაი. ძვ.წ. მე-5 - ძვ.წ. მე-4 საუკუნე. 17) სკვითები. ყაზახეთი. ძვ.წ. მე-6 - ძვ.წ. მე-5 საუკუნეები. 18) სკვითი მეომარი. ალტაი. ძვ.წ. მე-8 - ძვ.წ. მე-7 საუკუნეები. 19) მძიმედ შეჭურვილი სკვითი მეომარი. ძვ.წ. მე-7 - ძვ.წ. მე-6 საუკუნეები. 20) სკვითი მეომარი. ჩრდილოეთ კავკასია. ძვ.წ. მე-5 საუკუნე. 21) სკვითების ქეიფი. ჩრდილო-დასავლეთ კავკასია. ძვ.წ. მე-5 - ძვ.წ. მე-4 საუკუნეები. 22) სკვითი მეომარი. ჩრდილო-დასავლეთ კავკასია. ძვ.წ. მე-5 საუკუნე. 23) სკვითი მეომარი. კამენსკოის კულტურა. ციმბირი. ძვ.წ. მე-5 საუკუნე. 24) სკვითები. ჩრდილოეთ კავკასია. ძვ.წ. მე-7 საუკუნე. 25) სკვითი მეომარი. პაზირიკის კულტურა. ალტაი. ძვ.წ. მე-5 საუკუნე. 26) სკვითი მეომარი. ჩრდილო-დასავლეთ კავკასია - სამხრეთ უკრაინა. 27) სკვითი მეომარი. ალტაი. პაზირიკის კულტურა. ძვ.წ. მე- - ძვ.წ. მე-4 საუკუნეებში. 28) სკვითის და მეოტის ბრძოლა. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი. ძვ.წ. მე-4 საუკუნე. 29) სკვითი მეომარი. ძვ.წ. 700 წლიდან ძვ.წ. 200 წლამდე. 30) სკვითი მეომარი ქალი. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი. ძვ.წ. მე-4 საუკუნე. 31) არქეოლოგიურად აღმოჩენილი სკვითური ნივთები. 32) საკას ტომის წარმომადგენელი ირანიდი. სამხრეთ არალის ზღვა. ძვ.წ. მე-6 საუკუნე. 33) სკვითი და კიმერიელი მეომარების ბრძოლა. ძვ.წ. მე-7 საუკუნე. ჩრდილოეთ კავკასია, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი. 34) მეოტი მეომარი. ყობანის კულტურა. ძვ.წ. მე-3 - ძვ.წ. მე-2 საუკუნეები. 35) სარმატი მეომრები. ყირიმი. ბოსფორის სამეფო. ძვ.წ. მე-3 საუკუნე. 36) კიმერიელი მეომარი. ძვ.წ. მე-7 საუკუნე. 37) სარმატი მეომარი. ძვ.წ. მე-4 - ძვ.წ. მე-2 საუკუნეები. 38) სკვითების და სარმატების ბრძოლა. ჩრდილო-დასავლეთ კავკასია. ძვ.წ. მე-5 საუკუნე. 39) ანთროპოლოგ ალექსეი ნეჩვალადის მიერ აღდგენილი სკვითის სახე ფილიპოვკის ყორღანიდან. 40) სარმატი მეომარი. ჩრდილო-დასავლეთ კავკასია. 41) სკვითო-მეოტი ლიდერი. ყორღანი სტანიცა იელისავეტისკაიასთან ახლოს. ყობანის მდინარე. კრასნოდარი. ძვ.წ. მე-5 ძვ.წ. მე-4 საუკუნეები. 42) კიმერიელი მეომარი. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი. 43) კიმერიელი მეომრები. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი. 44) სარმატი მეომარი. ჩრდილოეთ კავკასია. 45) სარმატი მეომრები. ჩრდილოეთ კავკასია. 46) კიმერიელი მეომრები ძვ.წ. მე-8 - ძვ.წ. მე-7 საუკუნეები. ჩრდილოეთ კავკასია. 47) სარმატი მეომარი. კრასნოდარის მხარე. ძვ.წ. მე-3 - ძვ.წ. მე-2 საუკუნეები. მდინარე ყობანის რეგიონი. კრებულები:1. პროტო-ქართული ხალხები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (ნაწილი მეორე) 6. რელიგია 7. პარანორმალი 8. სხვადასხვა 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 11. მეცნიერება (ნაწილი მესამე) 12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე 685 1-ს მოსწონს |
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge