x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ზიგმუნდ ფროიდის 18 გენიალური ციტატა, რომელიც საკუთარ თავზე მოგვითხრობს

image
ზიგმუნდ ფროიდი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეცნიერია. ფსიქოლოგიის ფაკუტლეტის სტუდენტები მას “ბაბუა ფროიდსაც" კი ეძახიან, რადგან ფაქტობრივად, ფსიქოლოგიაში ბევრ რამეს სწორედ მისი გამონათქვამებიდან სწავლობენ. ცხოვრების პერიოდში მას ან გენიოსად თვლიდნენ, ან უბრალო თაღლითად. კოკო შანელი მას პირველ ფემინისტ მამაკაცად მოიხსენიებდა: სწორედ ფროიდი გახდა სექსუალური რევოლუციის იდეოლოგი და უბიძგა ქალებს თანასწორობისკენ.

ორმა აღმოჩენამ ფროიდი უკვდავად აქცია: მან ამოიცნო ადამიანის სიზმრების საიდუმლო და გამონახა უნივერსალური გასაღები ქვეცნობიერისკენ.


1. თქვენი პიროვნების მასშტაბი განისაზღვრება იმ პრობლემის მასშტაბებით, რომელსაც შეუძლია წყობიდან გამოგიყვანოთ.


2. სანამ საკუთარ თავს დეპრესიის და დაბალი თვითშეფასების დიაგნოზს დაუსვამთ, დარწმუნდით, რომ იდიოტები არ ხართ გარშემორტყმული.


3. სამყაროს შექმნის გეგმაში არ შედიოდა დავალება, რომ ადამიანი ბედნიერი უნდა ყოფილიყო.


4. ყველაფერი, რასაც საწოლში აკეთებთ, მშვენიერია და აბსოლუტურად სწორია. თუკი ორივეს მოსწონს ეს.


5. სექსუალური გადახრა მხოლოდ სექსის სრული ნაკლებობაა, ყველაფერი დანარჩენი გემოვნების საკითხია.


6. იმ მომენტში, როდესაც ადამიანი იწყებს ფიქრს ცხოვრების აზრსა და მნიშვნელობაზე, უკვე შეიძლება მისი ავადმყოფად ჩათვლა.


7. პირველმა ადამიანმა, ვინც ქვის ნაცვლად სალანძღავი სიტყვები ისროლა, შექმნა ცივილიზაცია.


8. იდეალური, მარადიული, სიძულვილისგან თავისუფალი სიყვარული არსებობს მხოლოდ დამოკიდებულსა და ნარკოტიკს შორის.


9. ჩვენ ძალიან უცნაურ დროში ვცხოვრობთ და გაკვირვებით აღვნიშნავთ, რომ, რომ პროგრესი ბარბაროსობასთან ერთად მოდის.


10. რაც უფრო უნაკლოდ ჩანს ადამიანი გარედან, მით უფრო მეტი დემონი ჰყავს შიგნით.


11. როდესაც მაკრიტიკებენ, შემიძლია თავის დაცვა, მაგრამ ქების წინააღმდეგ უძლური ვარ.


12. ჩვენ არასდროს ვართ ისე დაუცველები, როგორც როცა გვიყვარს და არასდროს ვართ ისე უიმედოდ უბედურები, როცა სიყვარულს ვკარგავთ.


13. სისულელის პირველი ნიშანი სირცხვილის სრული უქონლობაა.


14. ხალხი უფრო მორალურია, ვიდრე ფიქრობს და ბევრად უფრო ამორალურია ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოს.


15. უმეტესი ნაწილი, რაც რეალურად ჩვენშია არ ცნობიერდება, ხოლო რასაც ვაცნობიერებთ არარეალურია.


16. ყოველი ნორმალური ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივაა ნორმალური.


17. ხანდახან სიგარა- უბრალო სიგარაა.


18. თუკი ადამიანს ყველაფერი აპატიე, ნიშნავს იმას, რომ მასთან ყველაფერი დასრულებულია.

0
217
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0