x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
ასმათ დვალიშვილის სხეულის ენა ტყუილზე აქცენტირებს. რამდენჯერ მოიფხანა ცხვირი და სახე მან ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში
ისეთი მეცნიერებები, როგორიცაა ფსიქოლოგია და სოციოლოგია, გვარწმუნებენ, რომ ადამიანის სხეულის ენა არასდროს იტყუება.


image

ტყუილის გამოცნობის მრავალი ხერხი არსებობს, მათგან ზოგიერთს წარმოგიდგენთ, რაც ამ კონკრეტული შოუდან ასმათ დვალიშვილის მხრიდან აშკარად გამოიკვეთა.

მოგეხსენებათ, რომ ტყუილი მოითხოვს განსაკუთრებულ თვითკონტროლსა და დაძაბულობას. დაძაბულობა შეიძლება იყოს ღია ან ფარული, მაგრამ მისი ამოცნობა ადვილია თუ კარგად დავაკვირდებით ადამიანის სხეულის მარცხენა მხარეს – ის უფრო ცუდად კონტროლდება, ვიდრე მარჯვენა ნაწილი. ეს იმით აიხსნება, რომ სხეულის მარცხენა და მარჯვენა ნაწილს ჩვენი ტვინის სხვადასხვა ნახევარსფერო მართავს.

ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს მუშაობა აისახება ჩვენი სხეულის მარცხენა ნაწილზე, ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს მუშაობა კი მარჯვენაზე. აქედან გამომდინარე – რაც სხვებს გვინდა ვანახოთ, ის ქმედებები აისახება ჩვენი სხეულის მარცხენა მხარეს, მაგრამ ის რასაც სინამდვილეში ვგრძნობთ – ჩანს მარჯვენა მხარეს.



სხეულის ნებისმიერი ნაწილის არაბუნებრივი ქმედება მიგვანიშნებს, რომ ეს ადამიანი რაღაცას მალავს. ტყუილის თქმის შემთხვევაში ტვინი ისეა დაკავებული სიცრუის გამოგონებით ან უკვე შედგენილი, გამიოზნულად მოფიქრებული ტექსტის თანმიმდევრული გახსენებით, რომ სხეული კარგავს სინქრონულობას. ადამიანის სახე, ისევე როგორც სხეული, ერთდროულად ორ შეტყობინებას გვაწვდის – ის, რაც გვინდა რომ დავანახოთ სხვას და რაც გვინდოდა, რომ დაგვემალა.


ნამდვილი ემოცია სახეზე გამოიხატება თანაბრად. მაშინ, როდესაც უარყოფითი უფრო შესამჩნევია ადამიანის სხეულის მარჯვენა მხარეს.


თუ გვინდა გავიგოთ, რამდენად კომფორტულად, ან არაკომფორტულად გრძნობს თავს მოსაუბრე, ამას გავიგებთ მისი თვალების გუგებით. თუ გუგები შევიწროვებულია, ნიშნავს რომ ის უკმაყოფილოა და პირიქით შემთხვევაში – კმაყოფილია. ამას შოუდან, მართალია, ვერ შევამჩნევდით ნანუკა ჟორჟოლიანის გარდა ვერცერთი მაყურებელი, მაგრამ აქ უკვე მეორე ფაქტიროა: თვალის მოძრაობებით ადვილად შეიძლება გავიგოთ, აპირებს თუ არა მოსაუბრე სიმართლის თქმას. თუ ადამიანი საუბრის დროს თვალებს გარიდებს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის იტყუება. ხშირად ცრუობენ ადამიანები, რომლებიც ჯიქურ გიყურებენ თვალებში და ამით ცდილობენ შექმნან გახსნილობის და სიმართლის თქმის ილუზია. ამ დროს თვალებს ზედმეტად ქაჩავენ კიდეც.

საინტერესოა, რომ მატყუარა ადამიანი შეიძლება საკუთარმა ცხვირმა გამოააშკარაოს. ცხვირი ძალზე მგრძნობიარეა, თუ საქმე ტყუილს ეხება. ამ შემთხვევაში ადამიანს ცხვირი ეფხანება და იმავდროულად – დიდდება („პინოქიოს ეფექტი“). სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ გააზრებული ტუილი იწვევს სისხლის წნევის მატებას და ასტიმულირებს კატექოლამინების გამომუშავებას, რაც გავლენას ახდენს ცხვირის ლორწოვანზე. თავის მხრივ, სისხლის წნევის მომატება ცხვირის ნერვიულ დაბოლოებებზე ახდენს ზეგავლენას და ადამიანს აწყებინებს ცხვირის ქავილს, სახის მიდამოების ქავილს, ყურისა და წარბების ქავილს. როცა რესპონდენტმა იცის, რომ ტელეეკრანიდან მას სრულიად საქართველო უყურებს, ცხვირს რა თქმა უნდა, მოიქავებს, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია ტყუილისას წარმოქმნილი ქავილის გაძლება, მაგრამ უცებ აცნობიერებს, რა, რომ ის სტუდიაში ზის, წყვეტს ამ არაეთიკურ პროცესს. ამას ტვინი რამდენიმე წამს ანდომებს.

ვიდეოში ამოკრებილია ის კადრები, სადაც აშკარად იკითხება ასმათ დვალიშვილის სხეულის ენა, რომ ის ცრუობს...





ადამიანებს არ უჭირთ ტყუილის თქმა პირით, მაგრამ მათი სახის მიმიკა სიმართლეს ღაღადებს.

მატყუარა ადამიანები ცანცარულად მოძრაობენ, ვერ ჩერდებიან ერთ ადგილზე, აჯვარედინებენ ხელებს, ერთი ხელით იჭერენ მეორე ხელს, ცშირად ეხებიან თმებს (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაგალითად, ქალის თანამოსაუბრე მამაკაცია, მაშინ ეს უკვე ქალისგან კეკლუცობაა), მათგან განსხვავებით, მართალი ადამიანები იშვიათად იცვლიან პოზას, ყოველთვის დგანან ან სხედან გამართულად ერთ ადგილზე და ისე პასუხობენ დასმულ შეკითხვებს.

ეჭვქვეშ შეიძლება დააყენოთ ისეთი თანამოსაუბრის გულახდილობა, რომელიც ხშირად იყენებს ფრაზებს:

„დამიჯერეთ – სიმართლეს გეუბნებით" ; „ მე ტყუილი არ მიყვარს …“; „მე გულახდილი ვარ “ და ა. შ.

ძველ აღმოსავლეთში ბერძნები ამბობდნენ: „როცა თქვი ერთხელ – დაგიჯერე, მერე გაიმეორე და ეჭვი შემეპარა, როდესაც მესამედ გაიმეორე, მივხვდი, რომ მატყუებდი“. ერთსა და იმავეს ასმათ დვალიშვილი რამდენჯერმე იმეორებდა მთელი შოუს განმავლობაში...

სპეციალისტების დასკვნით, ცრუ ნაამბობში უფრო მეტი პაუზაა, ვიდრე მართალში, თუ სიცრუე წინასწარ არ არის დაზუთხული ტესტი. საეჭვოა ძალზე დეტალურად მოყოლილი ისტორიაც. ამ შემთხვევაში, ზედმეტი „დეტალები“ უბრალოდ ქმნიან სიმართლის ილუზიას.

21-ე საუკუნეა! ფრთხილად იყავით, როცა ტელეეკრანიდან შეეცდებით ხალხის შეცდომაში შეყვანას! მარტო ტექსტზე კი არა, სხეულის ენაც აკონტროლეთ.......

0
345
8-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0