x
image
ლანა92
მეცნიერები საუბრობენ კამუფლიაჟის რთულ როლზე ვაიპერის ცხოვრებაში

image













ზურგის მოხატულობა გველს შეიძლება, ეხმარებოდეს შენიღბვასა და დევნისაგან თავდაღწევაში, მიმალვაში, ზოგ შემთხვევაში კი მტაცებლის მიმართ მუქარის გამოსახატად.

ვაიპერების უმრავლესობას ზურგზე აქვს ზიგზაგისებური მოხატულობა. რისთვის სჭირდება ეს კამუფლიაჟი ქვეწარმავალს? ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, გველის ტყავზე ნახატი მტაცებლებს აშკარად აჩვენებს, რომ პოტენციური ნადავლი შხამიანია. რეალურად ყველაფერი გაცილებით რთულადაა.

ფინეთიდან იუვიასკიულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ბიოლოგებმა პლასტელინისაგან დაამზადეს 50 ცალი სხვადასხვა ფერის გველი: მთლიანად შავი, ნაცრისფერი და ყავისფერი, ასევე, ზურგზე ნაცრისფერი და ყავისფერი ნახაზებით. ასეთი "ცრუ ვაიპერები" ტყისაკენ მიმავალ ბილიკზე დააგდეს: ზოგი პირდაპირ, სიგრძეზე გაწოლილი დააგდეს, ზოგიც გადააბრუნეს ისეთი ფორმით, თითქოს პლასტელინის გველი ისვენებდა.

129 მოხალისეს (ცდისპირს) სთხოვეს, გაეარათ ამ ბილიკის სიახლოვეს და ეთქვათ, თუ როგორი და რამდენი გველი ნახეს. მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაში იყო დაგდებული პლასტელინისაგან დამზადებული "ცრუ ვაიპერები", ცდისპირებმა დაინახეს, შეამჩნიეს კამუფლაჟიანი, ანუ მოხატული გველები უფრო ნაკლები სიხშირით, ვიდრე მთლიანად ერთი ფერის (შავი, ნაცრისფერი ან/და ყავისფერი) გველები. ამასთანავე, ყავისფერი გველები იყვნენ ნაკლებად შესამჩნევი, ვიდრე ნაცრისფერი ნახაზებიანი ქვეწარმავლები. ნაცრისფერი შეფერილობა უფრო ხშირად გვხვდება მამრ ვაიპერებში, ხოლო მდედრები ყავისფერია.

აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ვაიპერის ტყავის მოხატულობას - კამუფლიაჟს აქვს ორმაგი დანიშნულება: შენიღბვისაც და გაფრთხილებისაც. მამრი ვაიპერებისათვის კამუფლიაჟის დამცავი სტრატეგია უფრო მეტად გაფრთხილებაზეა ორიენტირებული, ხოლო მდედრებისათვის - მაქსიმალურად შენიღბვაზე.

კამუფლიაჟის, ზურგის მოხატულობის კიდევ ერთი დანიშნულება ვაიპერისათვის ესაა ვიზუალური ილუზიის შექმნა, რაც აბნევს პოტენციურ მტაცებელს და ხელს უშლის გველის დაჭერაში. როდესაც ვაიპერი მისრიალებს, ზურგის მოხატულობა (კამუფლიაჟი) ერთგვარად ელავს, ციმციმებს. ასეთი მექანიზმი ჭრის მხოლოდ ძუძუმწოვრებისაგან თავდაცვის ამოცანას. ფრინველებს, რომლებიც კარგად აღიქვამენ სწრაფცვალებად გამოსახულებას, ვაიპერის ტყავის ციმციმი, ელვარება ხელს არ უშლის ქვეწარმავლის მოხელთებაში.

ამდენად, ვაიპერის ზურგზე კამუფლიაჟი (მოხატულობა) ასრულებს სხვადასხვა როლს, სიტუაციიდან გამომდინარე. ის ეხმარება გველს, დარჩეს შეუმჩნეველი; შემჩნევის შემთხვევაში, შეაშინოს მტაცებელი და გაექცეს დევნას, თუ წინა ორმა მეთოდმა არ იმუშავა.








0
164
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0