სხვა ესპანელი ფოტოგრაფის კადრში სამთავა ჟირაფი მოხვდა - ილუზია თუ რეალობა? 2021, 23 მარტი, 23:10 ეპანელმა ფოტოგრაფმა ზამბიაში (აფრიკაში) ფოტო გადაუღო ჟირაფებს ისე, რომ იქმნება ილუზია, თითქოს სურათზე არა 3 ცხოველი, არამედ ერთი სამთავა ჟირაფია გამოსახული. ფოტოგრაფმა ხავიერ ორტეგამ ჟირაფებს ფოტო გადაუღო ზამბიაში, სამხრეთ ლუანგვას ეროვნულ პარკში, რაზეც გამოცემა "დეილი მეილი" იუწყება. ხავიერ ორტეგამ მოახერხა სამი ჟირაფის მოხელთება იმ მომენტში, როცა ერთი მათგანი დანარჩენ ორზე წინ იდგა და მათ მთელი ტანით ფარავდა. სამივე ცხოველს ისე აქვს თავი აწეული, თითქოს სამივე თავი ერთ სხეულზეა მიბმული. ამიტომაც 3 ჟირაფი ფოტოზე ჩანს, როგორც სამთავა ჯირაფი მანამ, სანამ მთლიან სურათს არ დავაკვირდებით და 3 ჟირაფის 12 კიდურს არ დავითვლით. 44 1-ს მოსწონს
|