x
image
ლანა92
სირაქლემა "ბიკი" ნიუბების ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა

image









ვინ თქვა, რომ 1.5-მეტრიანი სირაქლემა ემუს სახლში შენახვა შეუძლებელია? ნიუბების ოჯახი აშკარად განსხვავებული აზრისაა ამ საკითხზე. უკვე რამდენი ხანია, რაც ნიუბების ოჯახში ახალი სრულუფლებიანი წევრი ემუ, სახელად "ბიკი" ცხოვრობს. ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ 2011 წელს გავრცელდა.

უზარმაზარი ფრინველი პირდაპირ სახლში ცხოვრობს და აკეთებს ყველაფერს, რასაც ოჯახის სხვა წევრები: თუ ოჯახის უფროსი, იან ნიუბი უყურებს ტელევიზორს, მაშინ სირაქლემა "ბიკიც" გვერდით უზის; თუ სახლში ბანაობის დღეა, ბიკიც აუცილებლად იღებს შხაპს.

იანისა და მისი მეუღლის, ლაიზასათვის სირაქლემა კიდევ ერთი შვილია, მათ ისედაც არცთუ პატარა ოჯახში.

მიუხედავად დიდი ზომისა და სიძლიერისა, ბიკი ყოველთვის მშვიდი და მეგობრულია. ეს ქცევა სულაც არაა სირაქლემა ემუსათვის ნიშანდობლივი, რადგან ბუნებით აგრესიულია. ამიტომაც ბიკი ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს ექსპერტებისათვის, რომლებიც ადრე აცხადებდნენ, რომ, აგრესიული ბუნებიდან გამომდინარე, ემუს სახეობის სირაქლემას მოთვინიერება და მოშინაურება შეუძლებელია.












image






"რამდენიმე წლის წინ, საშობაოდ მე მივიღე საჩუქარი - სირაქლემას კვერცხი. ინკუბატორის მსგავსი რაღაც შევქმენი, თუმცა ვერ წარმომედგინა, რომ კვერცხიდან რამე გამოვიდოდა. როდესაც ბიკი გაჩნდა, სულ ციცქნა იყო. ამ დროისათვის ჩემი სირაქლემა იწონის 80 კილოგრამს, სიმაღლე კი პრაქტიკულად 2 მეტრამდე აღწევს, - ყვება იან ნიუბი.













image





სირაქლემა "ბიკი" ბავშვების გვერდიგვერდ იზრდებოდა. შესაძლოა, ამ ფაქტორმა გადამწვეტი როლი ითამაშა ბიკის მოთვინიერებაში. ახლა იგი აბსოლუტურად მორჩილი, თვინიერია, უყვარს ბავშვებთან თამაში. ბიკის მშვიდი ბუნება პატარებს აძლევს შესაძლებლობას, მასთან მოიქცნენ ისე, როგორც ასეთი გიგანტური ზომის გარეულ ფრინველთან ვერ მოიქცეოდნენ.








image







"ბიკი ყველაფერს ჭამს, რასაც კი მოიხელთებს. მე არ ვხუმრობ: ყურადღებას ოდნავ მოადუნებ და სირაქლემას თქვენი მანქანის გასაღები გადაყლაპული აქვს, ყლაპავს თევშის გასარეცხ ღრუბელს სამზარეულოში და კბეჩს რომელიმე ქანჩს ავტოფარეხიდან", - ღიმილით დასძენს იან ნიუბი.

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0