x
image
ლანა92
ბიოლოგებმა გაარკვიეს, თუ როგორ დაკარგა სირაქლემამ ფრენის უნარი

image





სირაქლემა შედის რატიტების (ფრინველები, რომელთაც ფრენა არ შეუძლია) სიაში. მას არ აქვს მკერდის ძვლის კილი, რომელზეც ფრთების მფრინავი კუნთებია დამაგრებული. ფრენა არ შეუძლია 3 ცნობილ ფრინველს: სირაქლემას, კივისა და ემუს. ახალი ანალიზის შედეგების მიხედვით, მათ ფრენის უნარი დაკარგეს არა დნმ-ის გარკვეული მუტაციების, არამედ გენების რეგულირებაში მომხდარი ცვლილებების გამო და ეს რამდენჯერმე მოხდა მათი ევოლუციური ისტორიის განმავლობაში. ამის შესახებ წერს ჰარვარდის ბიოლოგის, სკოტ ედვარდსის გუნდი. მართლაც, მუტაციები ცვლის დაშიფრული ცილების სტრუქტურასა და თვისებებს, ან მთლიანად არღვევს მათ წარმოშობას. ამასთანავე, ცილა ასრულებს მრავალფეროვან ფუნქციებს სხვადასხვა ქსოვილსა და უჯრედში. ამიტომაც მისი დაკარგვა ხშირად საშიშია. მეორე მხრივ, მარეგულირებელი ცვლილებები იძლევა დნმ-ის, ცილებისა და გენების მუშაობის გაუმჯობესების საშუალებას, რაც ჯამში ამცირებს ორგანიზმისათვის საფრთხეს.

როგორც ჩანს ეს მოხდა თანამედროვე რატიტების წინაპრებშიც.

მეცნიერებმა გაშიფრეს 11 ფრინველის გენი, 8 რატიტის ჩათვლით, ასევე, გამოიყენეს უკვე ხელმისაწვდომი დნმ მონაცემები რამდენიმე არამფრენი და 25 ფრენის უნარის მქონე ფრინველისა. აღმოჩნდა, რომ ცვლილებები უფრო სწრაფად გროვდება რატიტებში, ვიდრე დანარჩენ ფრინველებში. როგორც ჩანს, ეს ცვლილებები გენის რეგულირებაში პასუხისმგებელია სირაქლემისა და სხვა რატიტების მიერ ფრენის უნარის დაკარგვაზე. ჰარვარდის ბიოლოგთა დასკვნით, სირაქლემამ და ზოგადად რატიტებმა, გენის რეგულირებაში ცვლილებები განიცადეს მინიმუმ 3-ჯერ, შესაძლოა 5-ჯერაც კი თავიანთი ევოლუციური ისტორიის განმავლობაში.

0
193
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0