სხვა ქათმის ჯიში, რომელსაც ფირუზისფერი კვერცხები აქვს 2021, 20 მარტი, 20:14 არაუკანას ჯიშის ქათამი ფერად კვერცხებს დებს. კერძოდ, ამ ჯიშის ქათმის კვერცხი მწვანეა. არაუკანას ქათმის კვერცხის ნაზი, მსუბუქი ფირუზისფერი შეფერილობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სააღდგომოდ კვერცხის შეღებვა არ დაგჭირდეთ. ეგზოტიკური შინაური ფრინველი, არაუკანა უკუდო ქათმის ჯიშია.
არაუკანას ჯიშის ქათამი მოიშინაურა ელზა ფიშერმა, რომელიც ცხოვრობს, ოჯახთან და თავის ქათმებთან ერთად, გერმანიაში, ჰამბურგის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ვინზენის შემოგარენში. მის ლამაზად მოწყობილ 2-ოთახიან სახლს (კოტეჯს) გარს არტყია ბაღი, სადაც დგას რამდენიმე დიდი ვოლერი (გისოსებიანი გალია). პენსიონერ ელზა ფიშერს 20-მდე "პომპონებიანი", უკუდო არაუკანას ქათამი ჰყავს. ელზა ფიშერის თქმით, არაუკანას ქათმების არსებობის შესახებ დედისგან გაიგო: "დედამ მკითხა, რატომ არ ჩამოვიყვანე არაუკანას ქათამი ჩილედან.მან ისინი ნახა სამხრეთ ამერიკაში, სადაც ბავშვობაში ცხოვრობდა. შემდგომ მე დავიწყე ძებნა და გავიგე არაუკანას ქათმისა და ამ ჯიშის ჯუჯა ქათმის შეჯვარების შესახებ.. კვერცხის მომწვანო ფერი მომდინარეობს ბილივერდინიდან (ბილივერდინი - ნაღვლის მწვანე პიგმენტი).ეს ნივთიერება, რომელიც ნაღველში წარმოიქმნება, - არის წითელი ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტია".
"სააღდგომო კვერცხები შეღებვის გარეშე, - ეს პრაქტიკულია, - ამბობს ელზა ფიშერი მხიარულად. ქათმის ამ ჯიშს სხვა უპირატესობებიც აქვს: ეს გამძლე ფრინველია, რომელსაც ზაფხულშიც და ზამთარშიც შეუძლია, გარეთ, ცივ ჰაერზე გაძლოს და წელიწადში იძლევა 160-მდე კვერცხს. მისი ხორცი უფრო გემრიელია, ვიდრე ჩვეულებრივი ქათმისა". არაუკანას უკუდო ქათმის ჯიში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ბრუნდება ფერმერულ მეურნეობაში, მოდის სამხრეთ ამერიკიდან. ქათმის ამ უძველესი ქათმის ჯიშმა სახელი მიიღო ინდიელი ტომისაგან - არაუკანებისაგან. ინდიელებს მოსწონდათ მეომარი ხასიათის მამლები და ფერადი კვერცხისმდებელი დედლები. ყველაზე მეტად აფასებდნენ იმას, რომ ქათამი იყო უკუდო იმის მერე, რაც მამლები ბრძოლაში ჩაერთვნენ. პირველად არაუკანას ქათმები აღწერილია 1854 წელს, მაგრამ მხოლოდ 1888 წელს წამოიყვანეს მეზღვაურებმა იგი სამხრეთ ამერიკიდან. 1965 წლიდან იგი ჩნდება გერმანიაშიც. არაუკანას ქათამი საშუალო ზომისაა: მამალი - 1.8- 2. 0 კგ.; დედალი - 1.5 - 1.7 კგ.;დედალი წელიწადში დებს საკმაოდ მსხვილ 160-მდე ცალ კვერცხს (1 ცალი - 57 გრამი). 215 შეფასება არ არის
|