სხვა "აგურისმჭამელი კაცი"-ინდოელი მამაკაცი შიმშილს აგურით, ქვიშითა და ტალახით უმკლავდება 2021, 18 მარტი, 14:42
2014 წელს მედიაში გავრცელდა მეტად უცნაური, სენსაციური ამბავი, რომ 30 წლის ინდოელი მამაკაცი პაკირაპა ჰუნაგუნდი იტანჯებოდა კვებითი აშლილობისაგან და ჭამდა მხოლოდ აგურს, ტალახსა და ხრეშს (ქვიშას). მას არ შეუძლია და არ სურს სხვა საკვები, გარდა ტალახის, აგურისა და ქვიშისა. "შემწვარი ქათამიც რომ შემომთავაზოთ, მე მაინც ქვიშა და მტვერი მირჩევნია", - ამაყად განაცხადა მამაკაცმა. როგორც გამოცემა "მეტრო"-მ დაწერა, ახლა უკვე ზრდასრული ინდოელი მამაკაცი ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში მიხვდა, რომ არ შეეძლო არაფრის ჭამა, გარდა აგურისა და ტალახისა, ჭუჭყისა. შიმშილის გრძნობის მოსაკლავად, დასაკმაყოფილებლად იგი ყოველდღიურად 1 აგურსა და 3 კილოგრამ ტალახს მიირთმევს. ექიმების აზრით, პაკირაპა ჰუნაგუნდი იტანჯება დაავადებით, რომელსაც ეწოდება "პაიკე", რომელის იშვიათად იკურნება. ადამიანები, რომელთაც ეს სენი აწუხებთ, მიირთმევენ საკვებად უვარგის საგნებს, ნივთებს. აგურისმჭამელი მამაკაცი ამბობს, რომ მისი კვებითი გემოვნება, არჩევანი არ აისახება უარყოფითად მის ჯანმრთელობაზე. უფრო მეტიც, იგი ძალიან ამაყობს თავისი კვებითი კულტურით და სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო უნარად მიაჩნია.
ისღა დაგვრჩენია აგურისმჭამელ კაცს მომავალში დღეგრძელობა, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და წარმატება ვუსურვოთ.
74 შეფასება არ არის
|