სხვა ყანჩას მსხვერპლი რომ არ გამხდარიყო,გველი ნისკარტზე შემოეხვია მას-ფინალი გაგაოგნებთ 2021, 15 მარტი, 22:33 საოცარი მომენტი დააფიქსირა მოყვარულმა ფოტოგრაფმა პიტერ ბრენონმა აშშ-ში, ფლორიდას სანაპიროზე მოგზაურობისას. 35 წლის ფოტოგრაფმა თავის თვალებს ვერ დაუჯერა, როცა ნახა, თუ როგორ არ ნებდებოდა გველი მშიერ ყანჩას. ქვეწარმავალი თავდამსხმელ ფრინველს ნისკარტზე შემოეხვია, რათა მისი ლუკმა არ გამხდარიყო. დიდი ცისფერი ყანჩა (ჰერონი) დასეირნობდა ჭაობის სიახლოვეს საკვების საძებნელად. ამ დროს შენიშნა ბალახზე მცოცავი გველი. ეს იყო მარტივად მოსახელთებელი ნადავლი და მტაცებელი ფრინველი აპირებდა მის გადასანსვლას. გველს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. იმის ნაცვლად, რომ ჰერონისათვის "ფასტ-ფუდი" (სწრაფი კვების პროდუქტი) გამხდარიყო, მან თავისი გრძელი სხეული მჭიდროდ შემოჰხვია ფრინველის ნისკარტს. ამასობაში გველმა გაქცევა სცადა, სანამ დაბნეული ფრინველი ვერ ხვდებოდა, რა ექნა. ეს ჩიხი, გამოუვალი სიტუაცია ორ არსებას შორის გრძელდებოდა დაახლოებით 15 წუთი, მაგრამ ჯიუტი გველი არ აპირებდა ჰერონის ნისკარტის განთავისუფლებას. დიდმა ცისფერმა ყანჩამ გადაწყვიტა, შეეცვალა მოქმედების ტაქტიკა და დაიწყო გველის თავის მიწაზე დახეთქება. საბოლოოდ, გველი დაიღალა, მისი წინააღმდეგობის უნარი მნიშვნელოვნად დაეცა.
მიწაზე ხეთქებისაგან დაქანცული გველი ნისკარტიდან ჩამოსრიალდა და ციფერმა ჰერონმა ელვის უსწრაფესად გადასანსლა იგი, ისე, როგორც სპაგეტს დაახვევენ ჩანგალზე და მიირთმევენ ადამიანები. ამის მერე მტაცებელი ფრინველი, ჰერონი დაბრუნდა იქ, ჭაობის სიახლოვეს, სადაც ნადირობა დაიწყო ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარა.
328 შეფასება არ არის
|