სხვა ტიტანობოა , "გველი ფეხებით" და სხვა საინტერესო ფაქტები ამ ქვეწარმავალზე 2021, 15 მარტი, 22:04
=გველები გვხვდება ყველგან, გარდა ანტარქტიდის კონტინენტის, ახალი ზელანდიის, ისლანდიის, ირლანდიისა და გრენლანდიისა. =არსებობს 500 ჯიშის გველის 3000 სახეობა. 3000 სახეობიდან 600 შხამიანია. 600 სახეობის შხამიანი გველიდან 200 მომაკვდინებელია, ან მოაქვს სერიოზული ზიანი ადამიანის ჯანმრთელობისათვის. =ზოგი არაშხამიანი გველიც (მაგალითად, პითონი) საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის, პითონი ან გუდავს ადამიანს, ან ცოცხლად ყლაპავს. =გველებს ჰქონდათ ფეხები 70 მილიონი წლის წინ. =დედამიწაზე ყველაზე საშიში გველი არის ქვიშის ეფა. ყველაზე მეტი სიხშირით მისი ნაკბენით იღუპებიან ადამიანები. =გველის მოკვეთილ თავს ქვეწარმავლის მოკვლიდან რამდენიმე საათის მერეც შეუძლია კბენა და გაცილებით საშიშია, ვიდრე ცოცხალი გველის ნაკბენი. =გველებისადმი შიშს ჰერპეტოჰობია, ან ოფიოფობია ეწოდება. ესაა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში, ფობია მსოფლიოში. ადამიანთა 1/3-ს ეშინია გველის. ეს ნიშნავს, რომ გველისადმი შიში თანდაყოლილია და აქვს ევოლუციური საფუძველი. =შავ მამბას აქვს შხამის გადაცემის ყველაზე ეფექტური სისტემა, რომელიც არცერთ სხვა სახეობის გველს არ აქვს დედამიწის ზურგზე. მას შეუძლია მრავალჯერ, 12-ჯერ ზედიზედ უკბინოს მსხვერპლს, როცა მამბას 1 ნაკბენიც კი საკმარისია ადამიანის სიკვდილისათვის. =ზოგიერთ გველს აქვს 400-ზე მეტი ნეკნი, როცა ადამიანს მხოლოდ 24 (12 წყვილი) აქვს. =უსინათლო გველების ოჯახის წარმომადგენელია ბრამინის ბრმა გველი. ესაა ერთადერთი გველი, რომელსაც არ სჭირდება პარტნიორი გასამრავლებლად, სახეობა მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისაგან შედგება. =გველის შხამისადმი იმუნური არიან თაფლიჭამია მაჩვი, ზღარბი, ოპოსუმი, მანგუსტი და ზოგიერთი ჩიტი. ისინი იკვებებიან გველით და არიან იმუნური მისი შხამის მიმართ. =ნორმალური, ჩვეულებრივი ზომის გველებს მონელებისათვის 3-5 დღე სჭირდებათ, ხოლო ანაკონდასა და სხვა დიდ გველებს ნადავლის მოსანელებლად სჭირდებათ რამდენიმე კვირა. =ანაკონდა ყველაზე მსხვილი გველია მსოფლიოში. იწონის დაახლოებით 272 კილოგრამს და სიგრძეში 9 მეტრამდე იზრდება. მას შეუძლია, ადვილად გადასანსლოს იაგუარი, კაიმანი, ან კაპიბარა. = გველის ზოგიერთ სახეობას 200-მდე კბილი აქვს. ამ კბილებს საღეჭად არ იყენებენ, ისინი მსხვერპლს არ აძლევენ პირიდან გაქცევის, თავდაღწევის საშუალებას. =გველის ქვედა ყბა საკმაოდ ელასტიურია და შეუძლია, იმდენად ფართოდ გააღოს პირი, რომ თავისზე 75-100 %-ით მეტი ზომის მსხვერპლი გადასანსლოს. =გველი თავის შხამიან კბილებს იცვლის ყოველ 6- 10 კვირაში ერთხელ. =გაბონის გველგვესლას აქვს ყველაზე გრძელი, 5 სმ.-მდე შხამიანი კბილები. =მოზამბიკის კობრას შეუძლია შხამის "გადასროლა" დაახლოებით 2.5 მეტრის დაშორებით. შხამს ისვრის მიწაზე წოლისას, ან ადგომის დროს. მოზამბიკის კობრა შხამს მსხვერპლს თვალებში უმიზნებს. =გველის შთამომავლობა, გამრავლება დამოკიდებულია მიღებული საკვების რაოდენობასთან. რაც მეტ საკვებს იღებს, მით უფრო მრავლდება. =ქსელური პითონი ყველაზე გრძელი გველია მსოფლიოში, 10 მ.-მდე სიგრძის, შეუძლია ღორის, ირემის, ან ადამიანის გადაყლაპვა. =ყველაზე პატარა გველი ბარბადოსის კუნძულთან, კარიბის ზღვის აუზში ბინადრობს. ბარბადოსის წვრილი გველი მხოლოდ 10 სანტიმეტრია. იკვებება ლავრებითა და ტერმიტებით. =გველი კანს იცვლის წელიწადში 3-6-ჯერ, რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება ეს პროცესი. =ყოველწლიურად ფუტკარი უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე გველი, თუმცა გველის გაცილებით უფრო ეშინიათ. =ერთ-ერთი ბრაზილიური კუნძული (ქეიმადა გრანდე) სავსეა გველებით - ყოველ 1 კვ. მეტრზე 1-დან 6-მდე გველი მოდის. ადამიანებს ამ კუნძულის მონახულების უფლება არ აქვს. აქ ოქროსფერი შხამიანი გველები სახლობენ, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშია. ამ ადგილს "გველების კუნძულსაც" უწოდებენ. =გველის სახეობების 70 % კვერცხს დებს, ხოლო დანარჩენები ცოცხლადმშობია. =გველის სიცოცხლის ხანგძლივობაა 10-25 წელი. =ყოველწლიურად გველის ნაკბენისაგან საშუალოდ 40 000 ადამიანი იღუპება. თუ დაურეგისტრირებელ შემთხვევებს გავითვალისწინებთ, შეიძლება, ეს რიცხვი 100 000-მდეც კი გაიზარდოს. შემთხვევათა ნახევარზე მეტი მოდის ინდოეთზე. =ყველაზე იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი გველის სახეობაა სენტლიუსის გველი. დღეს მხოლოდ 18-100 სენტლიუსის გველია შემორჩენილი. =ზოგ კულტურაში გველის ხორცი დელიკატესია. მაგალითად, გველის სუპი დელიკატესია ჩინეთის პროვინცია გუანდუნ-ში. პირველად აქ გველის სუპი 2000 წლის წინ დაამზადეს. =ტიტანობოა გადაშენებული გველის სახეობაა. ის 60 მილიონზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა. ნაშთების მიხედვით, ის 15 მეტრი სიგრძის ყოფილა და 20 ადამიანის წონა ჰქონია. ტიტანობოა იკვებებოდა გიგანტური კუებითა და ნიანგებით. = გველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იზრდება. ასაკის მატებასთან ერთად, უფრო ნელა იზრდება. =ზოგ უდაბნოს გველს ზაფხულის უმეტეს ნაწილში ძინავს, გაურბის უკიდურეს სიცხეს. =გველების უმეტესობა ხელს უწყობს ეკოსისტემების ბალანსს ფრინველების, ვირთხებისა და სხვა ცხოველების პოპულაციის კონტროლით (მათზე ნადირობით).
359 შეფასება არ არის
|