x
image
ლანა92
ფარშევანგები კანადის ქალაქს მუდმივად ატერორებენ - გაიგეთ, როგორ

image












ყოველწლიურად მარტიდან ოქტომბრამდე ერთ-ერთი კანადური ქალაქის მცხოვრებნი აგრესიული ფარშევანგებისაგან იტანჯებიან. დაწყვილების პერიოდში ფერადი ფრინველები ადამიანებს ცხოვრებას

ურთულებენ.

კანადის ქალაქ სურეს ერთ-ერთი რაიონი სალივან-ჰაიტსი რამდენიმე წლის წინ (დააახლოებით 15 წლის წინ) გაშენდა, ტყის მასივის ადგილას. ფარშევანგები, რომლებიც ცხოვრობდნენ ტყის მასივში უხსოვარი დროიდან არ ტოვებენ ძველ ბინას და რჩებიან აქ, ადამიანებს შორის. ბუნებრივი მტრების (მტაცებლების) არარსებობის პირობებში, ხელმისაწვდომი საკვების სიმრავლემ ხელი შეუწყო ფარშევანგების პოპულაციის მკვეთრ ზრდას. ეს ფრინველები აღტაცების ობიექტიდან ადგილობრივთათვის პრობლემად იქცნენ.

შეჯვარების პერიოდში, მარტიდან ოქტომბრამდე ქალაქის მცხოვრებთათვის

ფარშევანგებს ათასობით დოლარის ზიანი მოაქვს.

მამრი ფარშევანგები მანქანის მინებზე საკუთარ გამოსახულებას მტრად, მოწინააღმდეგედ აღიქვამენ და თავს ესხმიან სარკეში საკუთარ ანარეკლს. შედეგად მაქანის მინები იფხაჭნება, ზიანდება.

ბრძოლა სარკეში საკუთარ ანარეკლთან შეიძლება, საათობით გაგრძელდეს და რაც უფრო ხანგძლივია ეს პროცესი, მით უფრო ზიანდება მანქანა. ამ დროს ფარშევანგები ძალიან ხმაურობენ: მათი შეჯვარების პერიოდის თამაში, ასევე, ხასიათდება მკაცრი, გამყინავი ხმა.

"წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ბავშვთან, რომელსაც მარადიული კოლიკა აქვს", - აღწერენ ადგილობრივები თავიანთ ცხოვრებას ("კოლიკა" - ნაწლავებში დაგროვილი აირებით გამოწვეული მტკივნეული სპაზმი).

ერთ-ერთმა მცხოვრებმა, ფარშევანგების მუდმივი ყვირილით დაღლილმა, მოჭრა ხე, რომელიც ამ ფრინველებს იზიდავდა. მას ჯარიმის სახით გადაახდევინეს 1000 დოლარამდე, თუმცა არ ნანობს, რადგან საკუთარ მამულში მოაგვარა პრობლემა.

ქალაქის დონეზე სიტუაცია უკონტროლო რჩება: ფარშევანგების განადგურება არ შეიძლება, ხოლო მათი ტყეში, ან სხვაგან გადაყვანა მოითხოვს სპეციალისტებსა და ფინანსებს.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0