სხვა გაიცანით მსოფლიოში ერთადერთი ხუჭუჭა მამალი, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო 2021, 14 მარტი, 20:32
ჩინეთის ცენტრში, ჰენანის პროვინციასა და მთელ მსოფლიოში რამდენიმე წლის წინ (2014 წელს) ვარსკვლავი გახდა უცნაური მამალი იმის მერე, რაც მისი ფოტოები ინტერნეტში მოხვდა. რა გახდა ამის მიზეზი? - რა თქმა უნდა, ხუჭუჭა ბუმბული. ხუჭუჭა მამალი ეკუთვნის მთიანი სოფლის, სიცზეცუნის მკვიდრ გლეხს ჩჟან იანს. როგორც პატრონი აღნიშნავს, ხუჭუჭა მამალი დაიბადა 2014 წლის აპრილში. თავიდან იგი არ განსხვავდებოდა სხვა თანატოლი წიწილებისაგან და იმავე საკვებით იკვებებოდა, რითაც დანარჩენები. როგორც კი წიწილამ შებუმბვლა დაიწყო, მისი თმები ხვეული გახდა. ჩჟან იანმა შეამჩნია, რომ სასწაული-მამალი ძალიან ჯიუტი იყო. იგი საკვების ჯამთან არ უშვებდა სხვა დედლებსა და მამლებს, სანამ თვითონ არ იჯერებდა გულს ჭამით. ჩინეთის მეცხოველეობის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ მათ პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მამალს ხუჭუჭა ბუმბული აქვს.
უცნაური მამლის ხუჭუჭა ბუმბულს უკავშირებენ ეკოლოგიურ (გარემო), გენეტიკურ და სხვა ფაქტორებს, რომელთაც გამოიწვიეს ამგვარი მუტაცია (ცვლილება).
105 შეფასება არ არის
|