სხვა ორიგინალური დიზაინის შადრევანი - იცით, რა გამოარჩევს მას, გარდა დიზაინისა? 2021, 12 მარტი, 10:55 სვაროვსკის შადრევანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შადრევანია და მდებარეობს ავსტრიაში, ვატენსის გასართობ პარკში, ინსბრუკთამ ახლოს. ეს უჩვეულო შადრევანი წარმოადგენს კომპანია "სვაროვსკის" დიზაინის ელემენტსა და რეკლამის ნაწილს. კომპანია, რომელიც ფოკუსირებულია ძვირფასი თვლების გაყიდვაზე, საიუველირო სტილსა და ბროლის ნაკეთობებზე განკარგავს გასართობ პარკ "კრისთალ ვორლდ". შადრევანი წარმოდგენილია ადამიანის დიდი თავის სახით, რომელსაც სვაროვსკის მბრწყინავი თვლები ამშვენებს თვალების ადგილას. თავი დაფარულია ხავსით, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს იგი მდელოდან ამოიზარდა. შადრევანს უკან თავს ადგას გორაკი. სახე ჰგავს მოას ქანდაკებას აღდგომის კუნძულიდან. 175 შეფასება არ არის
|