საქართველო "ხალხი არის ხროვა, რომელიც უნდა ატარო" 2021, 11 მარტი, 0:41 რეალობაში არ არსებობს სუფთა შავი და სუფთა თეთრი ყოველდღიური მოვლენები. ის, რაც ხდება, ყველაფერს მონაცრისფრო ელფერი აქვს. როგორც ძველბერძენი ფილოსოფოსი ამბობდა, მდინარეც კი სხვადასხვა ხდება, როცა მასში შევდივართ და გამოვდივართ. ვიდრე ხალხამდე მივა მომხდარი ფაქტების ნამდვილი მნიშვნელობა, დრო უკვე, გასულია და, შესაბამისად, ადეკვატურად მოქმედების შესაძლებლობაც დაკარგული! მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იშვიათად ახდენენ (და თუ ახდენენ - მხოლოდ ტენდენციურად) ფაქტის სიღრმისეულ ანალიზს. მომხდარი ფაქტები შუქდება ყველაზე უსუსური ფრაქციების დონეზე იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება.
დღეს, სულ ცოტა, კარგი ფსიქოლოგი ან ექსპერტი უნდა იყო რომ გამოიცნო, რა ხდება, ვინ ვისთანაა, ვის რა უნდა და პირს კონკრეტული რადიუსით რატომ აღებს.
ედუარდ ბერნესმა - პოლიტიკური პიარტექნოლოგიების ერთ-ერთმა მამამ შეაფასა, როგორც «ხროვა, რომელიც უნდა ატარო"
ექსპერიმენტები, რომელიც ამტკიცებს, რომ ხალხი ხროვაა: ექსპერიმენტი # 1 10 ბავშვი მაგიდასთან დასვეს. ზოგიერთმა მათგანმაწინასწარ მიიღო ინსტრუქცია, თუ რა და როგორ უნდა თქვას. მაგიდაზე ორი პირამიდა დგას: ერთი თეთრი და ერთი შავი. ფასილიტატორი იწყებს კვლევას: - ანა, რა ფერისაა პირამიდები? - ორივე თეთრია. - მიხეილ, რა ფერისაა პირამიდები? - ორივე თეთრია. ეს გაგრძელდა მანამ, სანამ წინასწარ ინსტრუქციამიცემული მონაწილის ჯერი არ მოვიდა. მცირე ფიქრის შემდეგ, მან ასევე თავდაჯერებულად გამოაცხადა: "ისინი ორივე თეთრია". წამყვანმა სთხოვა ამ ბავშვს, შავი პირამიდა გადაიტანოს მისკენ. ბავშვმა შავი პირამიდა გასწია. თუმცა ვერ უპასუხა კითხვას "რატომ გადაიტანა ეს პირამიდა, თუ თავად თქვა, რომ ორივე თეთრია". ექსპერიმენტი#2 რამდენიმე ადამიანი შევიდა ლიფტში: ერთი მათგანი საცდელია, ყველა დანარჩენმა კი იცის ექსპერიმენტის პირობები. რაღაც მომენტში, ყველა კაცი მოულოდნელად იხსნის ქუდებს. საცდელი პირი ასევე იხსნის ქუდს დაბნეულად. შემდეგ ექსპერიმენტის ყველა მონაწილე სინქრონულად მიტრიალდა მარცხნივ.საცდელმა პირმა გაიმეორა ყველა სხვა მოძრაობა ყოველგვარი ახსნის გარეშე. დასკვნა საზოგადოებამ იცის, როგორ მოახდინოს სოციალური კანონების ტრანსლირება, რომლებიც ერთ დროს ვიღაცისგან დაიწერა. ხშირად ხალხს არ ესმის მათი მნიშვნელობა, მაგრამ უბრალოდ იცავს ამ წესებს, რადგან ამას ყველა აკეთებს. სამწუხაროდ, მოსახლეობის დაახლოებით 95% თამაშის წესებს იღებს, თუმცა საერთოდ არ ფიქრობს, რატომ იქცევა ასე. ედვარდსვე ეკუთვნის : "საუკეთესო პიარია მაშინ, როცა ხალხი აზრზე არაა, რომ მათზე მანიპულირებენ"
ადამიანი, ვიდრე ხიბლში ჩავარდება, გაგიჟდება და აღფრთოვანდება, მანამდე უნდა დაფიქრდეს. საკუთარი თავით აზროვნება არ უნდა დაეზაროს. ისე როგორ უნდა გაზარმაცდეს ერი, რომ ფიქრსა და გაანალიზებაშიც დაამთქნაროს და გააზმოროს?
ვისაც არ ეზარება, ვინც სინით მორთმეულ მზამზარეულ აზრებს არ ისრუტავს, სხვის აზრებს ფილტრავს და ილიასეულ "ტვინის საცერში" ატარებს, ის აღარ ჩაითხრის ყოველი არჩევნების შემდეგ საკუთარ მუშტს პირში თითების დასაჭმელად....
271 6-ს მოსწონს
|