x
image
ლანა92
იცით, რატომ იცვამდნენ შუა საუკუნეებში "პულენებს" , ანუ წვეტასებს?

image






"პულენები"



image





შუა საუკუნეებში ეცვათ მეტად უცნაური ფეხსაცმელები, ძალიან გრძელი, წაწვეტებული ცხვირით. ეს მეტყველებს, რომ მოდა მეტად ცვალებადი ცნებაა. შუა საუკუნეებში გაბატონებული გრძელწვეტიანი ფეხსაცმელები მიიჩნევა მოდის ერთ-ერთ საინტერესო ტენდენციად.




imageლითონის პულენები





გრძელწვეტიანი ფეხსაცმელები მოდაში იყო არა მხოლოდ შუა საუკუნეების ევროპაში, არამედ აღმოსავლეთშიც, ძველაღმოსავლურ სამყაროში ის ჯვაროსნებმა გაავრცელეს, მე-12-13 საუკუნეებში წმინდა მიწაზე მოგზაურობის შემდგომ.

წვეტიანი ფეხსაცმელების ფართოდ გავრცელელებული სახელი "პულენები" შემოვიდა გამოყენებაში კიდევ უფრო გვიან, საფრანგეთიდან იმის მერე, რაც ინგლისის მეფის, რიჩარდ მეორის მეუღლეს, ანას პოლონელი თავადაზნაურობის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ფრანგულად ჩექმებს ეწოდება "poulaine", რაც წარმოსდგება "souliers a la poulaine"- საგან ("ფეხსაცმელი პოლონური მოდით").

ევროპაში თავიდან წვეტიანმა ფეხსაცმელებმა პოპულარობა მოიპოვა იმის გამო, რომ იყო მეტად ვიწრო და არც ისე ლამაზი ცხვირი ჰქონდა.

აღმოსავლეთის გამოცდილებით, დაიწყეს ძალიან გრძელი, ლამაზცხვირიანი ფეხსაცმელების დამზადება.





imageღორის ტყავის უბრალო პულენი



მიიჩნეოდა, რომ რაც უფრო გრძელი იყო ჩექმის ცხვირი, მით მდიდარი და კეთილშობილი, ცნობილია მისი პატრონი.

მოგვიანებით, ინგლისის მეფე ედუარდ მეოთხემ მიიღო კანონი, რომელიც არეგულირებდა პულენის წვეტის, ცხვირის სიგრძეს, სოციალური სტატუსის შესაბამისად. რაც უფრო მდიდარი იყო ადამიანი, მით უფრო გრძელი ცხვირი ჰქონდა მის პულენებს.

ზოგი ისტორიკოსის ვერსიით, ძელწვეტიანი პულენებით მამაკაცები ქალბატონებს მიანიშნებდნენ საწოლში თავიანთ სექსუალურ შესაძლებლობებზე.





imageსაბოტინები (წვეტიანი ფეხსაცმელები, ყელზე მიმაგრებული წინდებით)



პულენებს სხვადასხვა მასალისაგან ამზადებდნენ. ყველაზე მდიდრული, ძვირადღირებული პულენები (განკუთვნილი თავადაზნაურობისათვის) ხავერდისაგან იკერებოდა. უბრალო პულენები, რომელსაც უფრო დაბალ სოციალურ კიბეზე მდგომი ადამიანები იცვამდნენ, ღორის ტყავისაგან მზადდებოდა.

პულენების მოდამ შეაღწია რაინდების წრეში, ასევე, სამხედრო სფეროში.

მე-15 საუკუნეში გამოჩნდა ლითონის პულენები, საბოტინები. ამ მოუხერხებელ ფეხსაცმელებს არავითარი ფუნქციური აზრი არ ჰქონდა, უბრალოდ იმ პერიოდის მოდისათვის გაღებული ხარკი იყო.

სინამდვილეში საბოტინები ჩვეულებრივი რაინდული ჩექმები იყო. მოგვიანებით ჩექმას, საბოტინს ლამაზი წინდები მიამაგრეს ყელზე.

მე-15 საუკუნის ბოლოს პულენები საბოლოოდ გავიდა მოდიდან. იტალიაში იგი გაცილებით ადრე მიაგდეს, ჯერ კიდევ თითქმის ერთი საუკუნის წინ.


0
424
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0