სხვა 3 ცნობილი იაპონური ბაღი, რომლის სილამაზეც დაგატყვევებთ 2021, 7 მარტი, 16:22 იაპონური ბაღების დიზაინი ხელოვნებას უტოლდება. ისინი შექმნილია ბუნების სილამაზის ხასგასასმელად და ცოცხალ გარემოსთან, ლამაზ სივრცესთან შესარწყმელად. იაპონური ბაღები საოცარი სულიერი გამოცდილებითა და აღმაფრენით გვავსებენ. მშვიდ ბაღში უბრალო გასეირნება სიმშვიდისა და გამოცოცხლების შეგრძნებას იწვევს. წარმოგიდგენთ 3 უმშვენიერეს იაპონურ ბაღს:
1."ექვსი ლექსის ბაღი", ტოკიო, იაპონია
გაშენებულია 1700 წელს და ყველაზე ლამაზია ტოკიოს ბაღებს შორის. "ექვსი ლექსის ბაღი" იმიტომ ეწოდება, რომ აქ პოეტები იკრიბებოდნენ და კითხულობდნენ თავიანთ ნაწარმოებებს.
2.ადაჩის ხელოვნების მუზეუმი, იასუგი, იაპონია
დააფუძნეს 1980 წელს. მუზეუმის ირგვლივ გაშენებულია ბაღი, სადაც ინახება თანამედროვე იაპონური კულტურის უზარმაზარი კოლექცია.
3.კაირაკუ-ენ, ქალაქი მიტო, იაპონია
ესაა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაღი იაპონიაში, რომელიც გაშენებულია 1841 წელს. 47 2-ს მოსწონს
|