x
image
ლანა92
მონარქი, რომელსაც შინაურ ცხოველად, არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანი ჰყავდა


image



ინგლისის მეფე ჯორჯ I-ს ერთხანს შინაურ ცხოველად ადამიანი ჰყავდა. კერძოდ, 1725 წელს ჰანოვერის ტყეში ნადირობისას მეფემ, თავის ამალასთან ერთად, იპოვა ველური ბიჭი.

ბიჭს არ შეეძლო საუბარი; მუხლებზე ჩოქვითა და ხელებით გადაადგილდებოდა და ტყის მცენარეულობით იკვებებოდა.

უელსის პრინცესამ ბრძანა, გაეგზავნათ ველური ბიჭი ინგლისში, სადაც იგი გარკვეული დროის განმავლობაში დარჩა კენსტინგტონის სასახლეში. რამდენიმე თვის განმავლობაში იგი იყო ეროვნული სენსაცია, ჯონათან სვიფტისა და დანიელ დეფოს თხზულებების საგანი. წარუმატებელი იყო მცდელობები, ბიჭისათვის ესწავლებინათ საუბარი, კითხვა და წერა.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იუწყებოდნენ, თითქოს მეფე ჯორჯს ველური ბიჭი - პეტრე შინაურ ცხოველად ჰყავდა, ეს ამბავი გაზვიადებულია.

1726 წლისათვის ველური პეტრე იმყოფებოდა ექიმ არბუტნოტის მზრუნველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ, უელსის პრინცესას, კეტრინის (ეკატერინეს) დავალებით. შემდგომ გაგზავნეს სხვადასხვა მეურვესთან, ყოველ ჯერზე პენსიით, მისი მოვლის ხარჯების ასანაზღაურებლად.

სიცოცხლის ბოლომდე პეტრე ცხოვრობდა სხვადასხვა მეურვის მზრუნველობის ქვეშ, მაგრამ საუბარი ვერა და ვერ ისწავლა, მხოლოდ 2 სიტყვის წარმოთქმა შეეძლო: "მეფე ჯორჯი" და "პეტრე".

ჯეიმს ბორნეტის ცნობით, პეტრე რაღაც ხმებს გამოსცემდა, მუსიკის მსგავსს, მაგრამ მელოდია ამოუცნობი იყო.

მეფე ჯორჯის ველური ბიჭი გარდაიცვალა 1785 წელს - ჯორჯ მესამის მმართველობის დროს, დაახლოებით 70 წლის ასაკში და დაკრძალეს ინგლისში, წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიაში.

0
330
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0