საზოგადოება როგორი კვება აქვთ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 2021, 1 მარტი, 10:10 სკოლის სასადილო შესაძლოა ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონება არ არის, მაგრამ პოდნოსების დანახვა ჩვენში მსუბუქი ნოსტალგიის შეტევას იწვევს. ამიტომ დავინტერესდით, თუ რით კვებავენ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მითუმეტეს რომ ზოგ ქვეყანაში საკვები სკოლებში უფასოა, ზოგან-ფასიანი. 1. ფინეთი. სკოლაში ყველა სადილი უფასოა.2. ჩაპელ-ჰილ (ჩრდ. კაროლინა, აშშ). 3. შელბი (ოჰაიო, აშშ). "სადილის ჩემი საყვარელი ნაწილია მარწყვის ღვეზელი. ერთი შეფუთვა 2-3 დოლარი ღირს, თუმცა ის შეიძლება ჯილდოდ მიიღო მასწავლებლისგან." 4. ვაშინგტონის შტატი (აშშ). "ჩემი შვილის სკოლაში მშობლებისთვის ნებადართულია სასადილოში შესვლა, რათა ბავშვებთან ერთად დანაყრდნენ. ერთი ასეთი სადილი 4 დოლარი დამიჯდა." 5. ჰონკონგი. "ჩვენს სკოლაში არის სალათის ბარი, შეფ-მზარეულის სპეციალური მენიუ, სუში-ბარი და კაფე. მოსწავლეები და მშობლები დიდი ხანია მოითხოვდნენ საკვების ხარისხის გაუმჯობესებას და აი შედეგი. ასეთი ნაკრები ძვირი არ ღირს, 4, 51 დოლარი. 6. ჩინეთი. 7. შოტლანდია. "ეს შოტლანდიის პატარა კერძო სკოლის სადილია."8. სამხრეთ კორეა. 9. ვიეტნამი. 10. რუმინეთი. რუმინეთში როგორც წესი 3-4 საათზე სადილობენ, ამიტომ სკოლაში ბავშვებისთვის მხოლოდ მსუბუქი საუზმეა განკუთვნილი. 11. კოლუმბია. რა არის მოთავსებული პლასტიკის პატარა ჭიქაში? ეს ტკბილი პუდინდია.12. იაპონია. სკოლის სადილი იაპონიაში ფასიანია. კვების თანხა თვეში ერთხელ შეაქვთ. გამოდის დაახლოებით 30 დოლარი გამოდის. 13. სინგაპური. 14. გერმანია. სკოლის სასადილოში კვება ფასიანია, მაგრამ ძვირი არ არის, დაახლოებით 1-5 დოლარი. ზოგ მოსწავლეს სახლიდან მოაქვს სენდვიჩები. 15. შვედეთი. კვება უფასოა და რამდენი ულუფაც გნებავთ, იმდენი მიირთვით.16. საფრანგეთი. სკოლის სადილს საფრანგეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მენიუ აქ ყოველდღე იცვლება. საკვებთან რძის მიყოლება არ არის მიღებული. ტრაპეზის დროს წყალი მოაქვთ. 17. დიდი ბრიტანეთი. ვსწავლობ დიდი ბრიტანეთის ჩვეულებრივ სახელმწიფო სკოლაში. ადგილობრივ სასადილოში გამორჩეულ კერძებს გთავაზობენ: რიზოტო რვაფეხებით, თევზი ბოსტნეულის მარინადის გარნირით. ამასთან ეს 3, 15 დოლარი ღირს. 18. სლოვაკეთი. სლოვაკეთში სკოლებში არის კაფეტერიები, სადაც შეიძლება ცივი და ცხელი საკვების ყიდვა. სადილი აუცილებლად სუპით იწყება. სურათზე-ფუნთუშები ჯემით. 19. ხორვატია. სახელმწიფო სკოლებში როგორც წესი საუზმე და სადილია. კვება ფასიანია და თვეში 15 ევრო ღირს. მენიუში თევზი, ან ხორცი და ბოსტნეულია. 20. ფილიპინები. ფილიპინებზე ნებისმიერ კერძთან მოაქვთ ერთი-ორი ჭიქა ბრინჯი.21. ინდონეზია. სკოლის სასადილოებში მოაქვთ როგორც ცხელი, ისე ცივი კერძები. საკვები ფასიანია. ბევრ მოსწავლეს საკვები სახლიდან მოაქვს. 22. ინდოეთი. ინდოეთის სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში არის კაფეტერიები. საკვები აქ არ არის უფასო, თუმცა არც ძვირია. ასევე დაგაინტერესებთ:ისტორია მოზარდის შესახებ, რომელმაც სახლის ეზოში ატომური რეაქტორი ააწყო კუნძულზე დიდი ბრიტანეთის (სადაც კოვიდი ბობოქრობს) ცენტრში, ვირუსს ადვილად გაუმკლავდნენ ზოგიერთი საინტერესო ფაქტი და ფოტოები სამხრეთ კორეაზე როგორ შეიძლება სრულიად ჩვეულებრივი ნივთი არაჩვეულებრივად ვაქციოთ საინტერესო ფაქტები, რომლებიც შეიძლება არც გსმენიათ ის უხერხული მომენტი, როცა მამაშენი ზუსტად იმ კაბაში გამოწყობილი მოვიდა, როგორც შენ საიდან მოდის დასახელება "შავი პარასკევი"? საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან 149 4-ს მოსწონს
|