x
მეტი
  • 19.06.2024
  • სტატია:135440
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509717
ისტორია მოზარდის შესახებ, რომელმაც სახლის ეზოში ატომური რეაქტორი ააწყო

image

1994 წლის 31 აგვისტოს, ღამის 2სთ.40წთ. პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება შევიდა ავტომობილის საბურავების ქურდობის შესახებ. დანაშაულის ადგილზე მისული ოფიცრები უცნაური სანახაობის მოწმენი გახდნენ: მოზარდი დევიდ ჰანი, თავის ავტომობილში ატომურ რეაქტორს ტვირთავდა. პოლიციელებმა გაჩხრიკეს მისი მანქანა, ივარაუდეს, რომ ბომბს აღმოაჩენდნენ. სახიფათო ატომური რეაქტორის გამოსხივება დაშვებულ ზღვარს ათასჯერ აღემატებოდა.

ეს ისტორია ნიჭიერ მოზარდზეა, რომლის ამბიციებმაც ძალიან შორს შეტოპა. როგორ გარემოცვაში იზრდებოდა დევიდ ჰანი? რამ უბიძგა ბიჭს ასეთი სახიფათო ნაბიჯი გადაედგა?

ადრეული წლები

დევიდ ჩარლზ ჰანი დაიბადა როიალ-ოუკში (აშშ, მიჩიგანის შტატი). იგი ცნობილი გახდა, როგორც პირველი მოზარდი, რომელმაც ატომური რეაქტორი ააწყო ნულიდან. გასაოცარია ის, რომ ჰანმა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ტექნიკა გამოიყენა თავისი იდეის განსახორციელებლად.

image

დევიდის მშობლები დაცილდნენ, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. იგი ხან დედასთან იყო, ხან დედინაცვალთან. მეათე დაბადების დღეზე, მან ბაბუისგან საჩუქრად "ქიმიური ცდების ოქროს წიგნი" მიიღო. მისი წაკითხვის შემდეგ დევიდი მეცნიერებით დაინტერესდა. მან თავისი საძინებელი პატარა ლაბორატორიად აქცია. თავისი განზრახვების სერიოზულობა რომ დაემტკიცებინა, ნამდვილი ქიმიური დანადგარები შეიძინა. ამის გარდა იყიდა ბევრი წიგნი ქიმიაზე და რამდენიმე ენციკლოპედია. სამსახურშიც კი მოეწყო ნახევარ განაკვეთზე, თავისი ექსპერიმენტები რომ დაეფინანსებინა.

image

თოთხმეტი წლის ასაკში დევიდმა თავის ლაბორატორიაში ნიტროგლიცერინის დამზადება ისწავლა. ხანდახან თავის თავზეც ატარებდა ცდებს. მშობლები შვილს ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ, მისთვის არ ეცალათ. თუმცა მამამ დევიდი აიძულა თავისი ლაბორატორია სარდაფში გადაეტანა მას შემდეგ, რაც საძინებელში რამდენიმე აფეთქება მოუხდა. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს კი მან თვალისა და ხელის სერიოზული ტრავმები მიიღო. შემდეგ მას თავისი ლაბორატორიის გადატანა მოუწია ბიოლოგიურ დედასთან. დევიდმა დაიწყო ატომური რეაქტორის აწყობა კოქტეილის ჩხირებით, წვენების ქილების, ასანთის და სხვ. საშუალებით. ჰანს მიზნად ჰქონდა დასახული ისეთი რეაქტორის შექმნა, რომელიც ენერგიას გამოიმუშავებდა და თავისი კვების წყაროც მის მიერ გამომუშავებული ენერგია იქნებოდა.

17 წლისა უკვე გამოგონების შექმნას შეუდგა. მან მოახერხა რადიოაქტიური ქიმიკატების შოვნა, გაასაღა რა თავი პროფესორად. ზოგიერთი მასალა ძველი ფარნებიდან და საათებიდანაც გამოიყენა (მაგალითად, რადიუმი და თორიუმი) და ატომური რეაქტორი დედამისის სახლის უკანა ეზოში ააწყო.

ატომური რეაქტორის რადიოაქტიურობის დონე დღითიდღე იზრდებოდა. იზრდებოდა საფრთხე გარშემომყოფთათვისაც. რაღაც ეტაპზე ჰანმა რეაქტორის დაშლა გადაწყვიტა.

შემდგომი ბედი

ხელისუფლებამ დევიდ ჰანი დააპატიმრა, როცა სახიფათო გამოგონება და ლაბორატორია აღმოაჩინა. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ჰანის ექსპერიმენტებით სულ მცირე 40 ათასი ადამიანი ზიანდებოდა რადიაციის გამო.

image


image


image

image




დაინტერესდით:



რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image


ილონ მასკს მფრინავი Tesla-ს გამოშვება მოუნდა

image


ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა

image


როგორ შეიძლება სრულიად ჩვეულებრივი ნივთი არაჩვეულებრივად ვაქციოთ

image


მკვლელი პოლიციას ევედრებოდა, რომ მოეძებნათ და აეყვანათ, რადგან თვითონ შეჩერება უკვე აღარ შეეძლო

image


რატომ ატარებდნენ ამერიკელები საქონლისჩლიქებიან ფეხსაცმელებს?

image


მავნე ყოფითი ჩვევები, რომელიც არ უნდა ჰქონდეს კარგ დიასახლისს

image







0
699
8-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
699
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0