x
image
ლანა92
იცით, რა ღირს დღეს გეიშას მომსახურება? -როგორ იცვლებოდა გეიშასა და მაიკოს ცხოვრება დროში


image


გეიშა-გოგონები ფაიფურის სახეებით, ალისფერი ტუჩებითა და დახვეწილი კიმონოთი (კაბით) წარმოადგენენ იაპონური კულტურის, ელეგანტურობისა და ეტიკეტისადმი ერთგულების საკულტო სიმბოლოს. ბევრ ევროპელს ხშირად ეშლება გეიშა მეძავში. იგი რეალურად მეძავი არაა. გეიშა ყიდის თავის უნარებს, რათა გაართოს სტუმრები. სინამდვილეში გეიშა მშვენიერი იაპონელი ანიმატორი-ქალია სხვადასხვა ღონისძიებაში, ჩაის სმის ჩათვლით. ის სტუმარს უპირველესად ართობს სიმღერით, ცეკვით და იაპონურ ტრადიციულ საკრავებზე დაკვრით.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გეიშას ცხოვრებიდან;

რას ნიშნავს სიტყვა "გეიშა"?

სიტყვა "გეიშა" ნიშნავს "ხელოვნების ადამიანს" ("გეი" - ხელოვნება", "შა"- ადამიანი). ეს იაპონიის უძველესი პროფესიაა, როელიც გაჩნდა დაახლოებით 400 წლის წინ. პირველი გეიშები მამაკაცები იყვნენ, "ტაიკომოჩის" სახელით ცნობილი. ისინი თანამედროვე კომიკოსებს, მეზღაპრეებსა და მუსიკოსებს, ჰგავდნენ, მაგრამ მამაკაცები მალევე ჩაანაცვლეს ქალებმა.

იაპონიაში არსებობს გეიშების რაიონი "ჰანამაჩი", ანუ "ყვავილების ქალაქი". ძველად ქალები არასოდეს ხდებოდნენ გეიშა საკუთარი ნებით, მომავალ გეიშებს ისევ გეიშა აჩენდა, ან ღარიბი ოჯახის გოგონებს ზრდიდნენ გეიშებად.

გეიშებს მხოლოდ ქალები ზრდიდნენ და წრთვნიდნენ მომავალი საქმიანობისათვის.

დღეისათვის გეიშად მუშაობს ბევრი წარმატებული და მდიდარი იაპონელი ქალი.

გეიშები მეძავები არ არიან. ეს მცდარი წარმოდგენა ფილმებში გეიშების პორტრეტის არასწორად ასახვის შედეგია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მეძავები ან ინიღბებოდნენ გეიშებად, ან აშშ-ის არმიის ჯარისკაცებმა არასწორად აღიქვეს გეიშებად მეძავები.

1920-30-იან წლებში იაპონიაში მუშაობდა დაახლოებით 80 000 გეიშა და მაიკო. დღეს, სავარაუდოდ, მხოლოდ 1000-მდე ადამიანია დასაქმებული ამ პროფესიით.

ვინ არის მაიკო და ოკასაანი?

"მაიკო"-ს გეიშას სტუდენტს უწოდებენ, რაც იაპონურად ნიშნავს "მოცეკვავე ბავშვს".

გეიშა და მაიკო ცხოვრობენ პანსიონში, სახელწოდებით "ოკია". ოკაასანი (ნიშნავს "დედა"-ს) "ოკია"-ს მეპატრონეა. დედა, ანუ ოკასაანი მაიკოს სწავლის პერიოდში იხდის კვების, ცხოვრების, გაკვეთილების, კიმონოსა და სამკაულების საფასურს, იმ გასართობი მომსახურების სანაცვლოდ, რომელსაც იგი ჩაის სახლში, ჩაიხანაში კლიენტებს შესთავაზებს, მიჰყიდის.

ტრადიციულად, გეიშას სტუდენტები ხდებიან მე-6 წლის მე-6 თვის მე-6 დღეს. დღეს მომავალი მაიკო გეიშების სასწავლებელში შედის 15-16 წლის ასაკში, საშუალო სკოლის დასრულების შემდგომ.

დებიუტამდე მისასვლელად გეიშა სწავლობს მინიმუმ 5 წელს, რომელიც 2 ეტაპადაა დაყოფილი.

რა არის "შიკომი" და "მინარაი"?

ეტაპი 1 - ყველა გეიშა სწავლას იწყებს ოკიაში მცველად და ამ ეტაპს ეწოდება "შიკომი". მათ ევალებათ საჭმლის მომზადება, დასუფთავება და სხვა წვრილმანები.

ეტაპი 2 - "მინარაი" - დაკვირვებით სწავლა, როცა მაიკო (სტუდენტი, მომავალი გეიშა) ყველგან დაჰყვება უფროს მაიკოსა და გეიშას, სანამ თვითონ არ დაიწყებს კლიენტების გართობას.

კვალიფიციური გეიშას მომზადება ოკასაანს დაახლოებით 500 000 დოლარი (ნახევარი მილიონი) უჯდება.

ვინაა ყველაზე ხანდაზმული გეიშა?

ყველაზე ხანდაზმული გეიშა 93 წლის იყო. ესაა იუკო ასაკუსა ტოკიოდან. მან ფიცი დადო, რომ სიკვდილამდე იმუშავებდა გეიშად.

დღეს უცხოელ ქალებსაც შეუძლიათ, გახდნენ გეიშა. უბრალოდ მათ ამისათვის სულ რაღაც 500 000 დოლარი უნდა გადაიხადონ.

გეიშას ტრადიციები

გეიშას სტუდენტმა, მაიკომ თავისუფალი დრო უნდა გაატაროს გაზეთების კითხვაში, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები აკრძალულია. მათ არ აქვთ უფლება, ისარგებლონ მობილური ტელეფონითა და ელექტრონული ფოსტით სწავლის პერიოდში. მომავალმა გეიშამ ყოველდღიურად უნდა იკითხოს გაზეთები, რათა მიმდინარე მოვლენების კურსში იყოს და გავლენიან კლიენტებთან თავშესაქცევად საუბარი შეძლონ. გეიშები ართობენ იაპონიის ყველაზე გავლენიან და მდიდარ ადამიანებს. ამიტომ მათ ქცევის მკაცრი კოდექსი უნდა დაიცვან.

გეიშა არ იყენებს თავის ნამდვილ სახელს, მას აქვს გეიშას სპეციალური სახელი, რომელსაც იყენებს, რათა ბიზნესს წარმატება მოუტანოს.

როგორ დავიქირავოთ გეიშა?

თქვენ გეიშას დაქირავება შეგიძლიათ მხოლოდ ოკასაანისაგან (გეიშების დედისაგან). გეიშების საზოგადოებაში დროის გატარება ძალიან ძვირია - საათში 500 დოლარი.

გეიშასთან გატარებული დრო იზომება ტრადიციულად არომატული ჩხირების რაოდენობით, რომელიც გართობის დაწყების მომენტიდან დასრულებამდე ინთება, საათის ნაცვლად. გეიშას კლიენტების გართობის დროს ჭამის უფლება არ აქვს. ის ართობს როგორც მამაკაცებს, ისე ქალებსაც.


0
226
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0