სხვა ეს ნივთები სამზარეულოში საქმეს და ზოგადად ცხოვრებას გაგიადვილებთ 2021, 27 თებერვალი, 11:38 სახლი ის ადგილია, სადაც ყველაზე მყუდროდ, კომფორტულად და დაცულად უნდა იგრძნოთ თავი. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ოთახები იყოს სუფთა, კეთილმოწყობილი და აღჭურვილი ყველა თანამედროვე და საჭირო ინვენტარით. სამზარეულო, საძინებელი, სტუმრის მისაღები, მოსასვენებელი (ჰოლი) ოთახები არა მხოლოდ მშვიდ, არამედ მაქსიმალურად მოსახერხებელ სივრცეს უნდა ქმნიდეს. სტატიაში ძირითადად წარმოდგენილია ნივთები, რომლებიც გამოიყენება სამზარეულოში და საგრძნობლად გიმარტივებთ საქმეს. ასევე, ავეჯი, რომელიც, როგორც სამზარეულოს, ისე ნებისმიერ ოთახს დაამშვენებდა. 1.სათითე - ბოსტნეულის, ან მწვანილის დაჭრისას თითის გაჭრისაგან დაზღვეული ბრძანდებით. 2.საფცქვენი ჯამი - ჭურჭელი, რომლის დახმარებითაც კარტოფილს კომფორტულად, მჯდომარე პოზაში დათლით.
3. ყავის ჭიქა ნახევარსფეროს ფორმით, რომელიც ლანგრის მხოლოდ ნახევარს იკავებს - ლანგრის მეორე ნახევარი თავისუფალია და ყავას გვერდით მარტივად დაუდებთ ტკბილეულს (ორცხობილას, ნამცხვარს). 4.თხილის სატეხი ჯამი 5.ორნაწილიანი თეფში - მოსახერხებელია იმისათვის, რათა წვნიანი და მშრალი კერძი ერთმანეთში არ აიზილოს. 6.პუფის ფორმის მაგიდა-სკამები - განსაკუთრებით მოსახერხებელია სამზარეულოსათვის, რამდენადაც პუფად შეკრული მაგიდა-სკამები კომპაქტურია, ცოტა ადგილს იკავებს. საჭიროებისამებრ, კი ჩვეულებრივ გაშლით და დაკეცავთ.
7. ეს სავარძელი იმისთვისაა, ვისაც კითხვა უყვარს. იგი თავისუფლად შეითავსებს პატარა ბიბლიოთეკის ფუნქციას. 8. ყუთის ფორმის მაგიდა-სკამები - სურვილისამებრ, დაკეცავთ და გაშლით. 9.დივანი-საწოლი, რომელიც მოსახერხებელია ნებისმიერი ოთახისათვის, რა თქმა უნდა, უპირველესად საძინებლისათვის. 124 შეფასება არ არის
|